ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს, გაერო- გენერალური ასამბლეის 71- სესიაზე სიტყვით გამოვა

PIA. 18 სექტემბერი 11:43    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე - დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე - ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე - ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას  და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს შეხვდება.

მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა  მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და  ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.

რედაქტორის სვეტი