ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

ნოდარ ტაბიძე დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას

PIA. 18 სექტემბერი 11:58    "ძალზე დამწყვიტა გული ცნობამ ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში.

ბატონი ნოდარი დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენ საზოგადოებას.

მის ოჯახთან ერთად ვწუხვარ ამ დანაკლისს და პატივს მივაგებ ბატონი ნოდარის ნათელ ხსოვნას",- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

რედაქტორის სვეტი