ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

მონაწილოება სატელევიზო პროგრამაში, პროგრამა: „საქმიანი დილა“

27.10.2015 პროექტის მოსალოდნელი შედეგებისა და გაწეული აქტივობების შესახებ ტელეკომპანია მაესტროს პროგრამა საქმიან დილაში მონაწილეობა მიიღო, პროექტის კოორდინატორმა ქ.ნ. ნათია დაღელიშვილმა.  მან ისაუბრა პროექტის მიმდინარე პროგრესისა და იმ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელიც ამა წლის 10 დეკემბერს გაიმართება, თბილისში. კერძოდ, დასკვნითი კონფერენცია საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ექსპერტები  ვიშეგრადის ოთხეულიდან - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი, ასევე ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდან. 

საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ საჯარო ლექციების შესახებ, რომელიც უკვე ჩატარდა საქართველოში -  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. საჯარო ლექციების მიზანს ევროინტეგრაციის მიმართულებით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.  საჯარო ლექციები ასევე ჩატარდა უკრაინაში. პროექტის ძირითადი პარტნიორის - უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაციის ოფისში. 

გადაცემის ვიდეო ჩანაწერის ქართულ-ენოვანი ვერსიის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://www.myvideo.ge/tv/maestro&seekTime=26-10-2015%2008:46

ხოლო ინგლისური ვერსიისა კი შემდეგ მისამართზე:

https://www.youtube.com/watch?v=2Uh-PLIteB4&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=6hJnZaQ5vPk&feature=youtu.be 

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ პროექტის  „V4 ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის“ განხორციელება დაიწყო 2015 წლის იანვარში. პროექტის მთავარი მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მიმართულებებზე - ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია და გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრესის ანალიზი, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. ამასთანავე, მოხდება ევროკავშირ-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობების შესწავლა არსებულ კრიზისულ პერიოდში.

 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ვიშეგრადის“ მიერ და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

 

 

 

 

 

რედაქტორის სვეტი