ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

ევროპული ინტეგრაციის საკითხისადმი მიძღვნილი ქართულ-უკრაინული კონფერენცია

პროექტ „ვიშეგრადის ოთხეულის რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ახლგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ და უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაციამ ჩაატარეს. 

26.06.2015- პროექტის მიზანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კრიზისის დაძლევის მეთოდების შემუშავება და სამომავლო რეფორმების პროცესის ხედვის ჩამოყალიბება ვიშეგრადის ოთხეულის მაგალითის გათვალისწინებით. 

დისკუსიის დაწყებამდე, უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაციის თავმჯდომარე, პავლე კოზირევი, მონაწილეებს მიესალმა და ევრო ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და უკრაინის პრობლემების მსგავსება და ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობა აღნიშნა. 

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ადეიშვილმა პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა. ასევე, განხილულ იქნა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს საგარეო ვაჭრობის საკითხები ექსპერტმა შოთა გეთიამ განიხილა.  

უკრაინის მცირე ქალაქთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალენტინა პოლტავეცმა უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პერსპექტივებზე, საგარეო ვაჭრობაზე და ევრო ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღებულ რეგულაციებზე ისაუბრა.

უკრაინის მცირე ქალაქების ასციაციის მენეჯერმა ქ-მა ოლგა ორხიმენკომ ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული ამ ქვეყნების ექსპერტების პროგნოზები წარმოადგინა.

კონფერენციაზე უკრაინული კრიზისის დაძლევის გზებთან დაკავშირებით აქტიური დისკუსია გაიმართა, მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შედეგები. 

რედაქტორის სვეტი