ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

საჯარო ლექციების ციკლი უკრაინაში

20.05.2015 - 2015 წლის 15 და 18 მაისს პროექტის, „V4-ის ქვეყნების რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“, ფარგლებში უკრაინის მცირე ქალაქთა ასოციაციმ საჯარო ლექციები გამართა. ლექციებს უკრაინაში ევროინტეგრაციის პროცესებით დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ: უკრაინის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, კომანულური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები, კერძო მეწარმეები, სხვადასხვა ინსტიტუტების სტუდენტები და ექსპერტები. უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაცის პროექტების ხელმძღვანელი ქ-ნი ოლგა ოხრიმენკომ ევრო ინტეგრაციის პროცესებში, უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ამ მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. პოლონეთმა, სლოვაკიამ, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ერთად გაიარეს ევროინტეგრაციის გზა და ევროკავშირის წევრები გახდნენ. საქართველოსა და უკრაინისათვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის, ვიშეგრადის ქვეყნები კარგ მაგალითს წარმოადგენენ როგორც რეფორმების, ასევე თანამშრომლობის კუთხით. 

საჯარო ლექციების პირველი დღე ევრო ინტეგრაციის ზოგად საკითხებს დაეთმო: 

  • ევრო კავშირის დამოკიდებულება ასოციაციის ხელშეკრელების მიმართ
  • ისტორია
  • მოლაპრაკებები
  • ხელმოწერასთან დაკავშირებული პროგნოზები
  • შეთანხმების რატიფიკაცია
  • შეთანხმების სტრუქტურა
  • პრეამბულა და I თავი „ზოგადი მიზნები და პრინციპები“
  • II თავი „პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, პოლიტიკური კავშირი, თანამშრომლობა და თავსებადობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“
  • III თავი „სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება“
  • IV თავი „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“
  • V თავი „ეკონომიკა და დარგობრივი თანამშრომლობა“
  • თავი VI „ფინანსური თანამშრომლობა“
  • თავი VII „ინსტიტუციური, ზოგადი და საბოლოო პირობები“
  • საქართველო, უკრაინა, ვიშეგრადის ქვეყნები და ევროკავშირი

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. ექსპერტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, თუ რას უნდა მოელოდოს და რას არა საზოგადოება ევრო ინტეგრაციის პროცესისგან. ამასთან ერთად, უნდა გამოიყოს ევრო ინტეგრაცის პროცესის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი შედეგები, რაც თავის მხრივ გულისხმობს თითოეული ქვეყნის დიდ პასუხისმგებლობას, რადგან მათ ღრმა რეფორმების გატარება და ევროპული ფასეულობების გაზიარება მოუწევთ.  

საჯარო ლექციების მეორე დღე უკრაინის მცირე ქალაქთა ასოციაციის დირექტორმა, ვალენტინა პოლტავეცმა გახსნა. მეორე დღეს ლექციებსა და პრეზენტაციებზე დებატები უფრო კონკრეტული საკითხების გარშემო გაიმართა:

  • ევროკავშირის დამოკიდებულება ასოცირების ხელშეკრულებისადმი
  • ისტორია
  • მოლაპარაკებები
  • ხელმოწერასთან დაკავშირებული პროგნოზები
  • ხელშეკრულების რატიფიცირება
  • ხელშეკრულების სტრუქტურა
  • პრეამბულა და I თავი „ზოგადი მიზნები და პრინციპები“
  • თავი II „პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, პოლიტიკური კავშირი, თანამშრომლობა და თავსებადობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფერო“
  • თავი III „სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება“
  • თავი IV „ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“
  • თავი V „ეკონომიკა და დარგობრივი თანამშრომლობა“
  • თავი VI „ფინანსური თანამშრომლობა“
  • თავი VII „ინსტიტუციონალური, ზოგადი და საბოლოო დადგენილება“
  • საქართველო, უკრაინა, ვიშეგრადის ქვეყნები და ევროპა

    საჯარო ლექციების ზოგიერთი პრეზენტაციის გადმოტვირთვა შესაძლებელია აქ.

  • ლექციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვიშეგრადის თანამშრომლობას უფრო სისტემატური შესწავლა სჭირდება, რადგან ის საქართველოსა და უკრაინისათვის ევრო ინტეგრაციისკენ მიმავალ  გზაზე სვლის მაგალითს წარმოადგენს.  ქ-მა ოლგა ოხრიმენკომ საზოგადოებას ამცნო, რომ პროექტის ღონისძიებების ფარგლებში გამოქვეყნდება სპეციალური პუბლიკაციები ვიშეგრადის გამოცდილების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში დაინტერესებულ მონაწილეებს შორის გავრცელდება. როგორც ქ-მა ოლგა ოხრიმენკომ აღნიშნა, პუბლიკაციები სახელმწიფო მოხელეებისათვის სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს, რადგან მათში ვიშეგრადის ქვეყნების რეფორმირების ამბები იქნება თავმოყრილი, რაც მათ  საზოგადოებრივი ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებაში  დაეხმარება. 

რედაქტორის სვეტი