ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

საჯარო ლექციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 

06.05.2015 - 04.05.2015 - 05.05.2015 პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“ ფარგლებში ამა წლის ოთხ და ხუთ მაისს გაიმართა საჯარო ლექციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში ჩატარდა ორდღიანი საჯარო ლექციების ციკლი  სახელწოდებით „ევროინტეგრაციის საკითხები საქართველოსა და უკრაინაში  - ვიშეგრადის გამოცდილება როგორც სასარგებლო მაგალითი“.

ლექციაზე ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები და პროფესორები, ასევე არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვიშეგრადის ფენომენის განხილვამ და ამ თანამშრომლობის როლმა ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარებაში.

საჯარო ლექციებზე განსაკუთრებული აქცენტი რეგიონალურ დონეზე ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე კეთდება, ამ მხრივ ვიშეგრადის ქვეყნების რეგიონალური თანამშრომლობის გამოცდილება მნიშვნელოვან მაგალითს გვთავაზობს. მოქალაქეებიის მონაწილეობა ევროინტეგრაციის შესახებ აზრის ფორმირებაში და პრიორიტეტების განსაზღვრაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოსა და უკრაინაში ევროპის შესახებ საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.   ამგვარი მოქალაქეობა იწყება მეზობლების უკეთ გაცნობით – ზუსტად იმით, თუ რა მიზნებიც ვიშეგრადის ქვეყნებს ჰქონდათ.

 

საჯარო ლექციები გაიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატით. საზოგადოებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვა იმ კვლევის გამოცემაზე, რომელიც პროექტის ფარგლებში ქართველი და ვიშეგრადის ექსპერტების მონაწილოებით იგეგმება.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ პროექტის  „V4 ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის“ განხორციელება დაიწყო 2015 წლის იანვარში. პროექტის მთავარი მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მიმართულებებზე - ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია და გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრესის ანალიზი, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. ამასთანავე, მოხდება ევროკავშირ-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობების შესწავლა არსებულ კრიზისულ პერიოდში.

 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ვიშეგრადის“ მიერ და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

რედაქტორის სვეტი