ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

საქართველოსა და სლოვენიას შორის „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა

/15 ოქტომბერი 2015  IAIJ-ინფო/ 15 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს, პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა. სლოვენიის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სლოვენიას შორის გაფორმდა შეთანხმება „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა პიტერ გაშპერშიცმა.

შეთანხმებით განისაზღვრა სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტოანმესამექვეყნებშიკვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეებიყოველწლიურადგანსაზღვრავენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხოდ გადააადგილდებიან სლოვენიის ტერიტორიის გავლით და პირიქით. „სლოვენია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა  და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებობს,“ - განცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა  საქართველოსა და სლოვენიას შორის ტურიზმის განვითარებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარების შესაძლებლობაზე. 

რედაქტორის სვეტი