ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13
Notice
  • Lack of access rights - File '/images/asatvirti4.JPG'
  • Lack of access rights - File '/images/asatvirti2.JPG'
  • Lack of access rights - File '/images/02 old Tbilisi.jpg'
  • Lack of access rights - File '/images/asatvirti4.JPG'
  • Lack of access rights - File '/images/asatvirti2.JPG'
  • Lack of access rights - File '/images/02 old Tbilisi.jpg'

დასკვნითი კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „LRED NET“-ის ფარგლებში

ამა წლის 25 ივნისს, სასტუმრო „ძველი თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები, როგორც  კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი  შავი ზღვის აუზის რეგიონში Local/Regional Economic Development Network as decisive leverage point for enhanced competitiveness in the Black Sea Basin regions (Black Sea LRED-Net) ფარგლებში .

დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ტრანსსასაზღვრო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივებზე, რაც პროექტის შედეგად გამოიკვეთა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში: სომხეთი, საქართველო, საბერძნეთი, ბულგარეთი და მოლდოვა.

პროექტის მონაწილე ქვეყნების მიხედვით გამოვლენილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კონკურენტუნარიანობის ფაქტორების შესახებ დაწვრილებით გასაცნობად მიყევით შემდეგ ბმულს: „ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელი როგორც კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში (LRED NET)- კონკურენტუნარიანობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით (PACA) - გაერთიანებული გამოცემა “ ) 

 

პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია:

2013 წლის მაისიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი(CIESR) ახორციელებდა  პროექტს  “ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები, როგორც  კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი  შავი ზღვის აუზის რეგიონში Local/Regional Economic Development Network as decisive leverage point for enhanced competitiveness in the Black Sea Basin regions (Black Sea LRED-Net)” (http://georgia.lred-net.org/ge).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პროექტის ბენეფიციარის „სომხეთის საშუალო და მცირე მეწარმოების განვითარების ეროვნული ცენტრის“  (SME DNC) პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს კავკასიის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტი- CIESR. პროექტმა მოიცვა შემდეგი ქვეყნები:  სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, საბერძნეთიდაბულგარეთი.

პროექტის აქტივობებზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის მრავალენოვან ვებ-გვერდს: http://www.lred-net.org/

 

 

 

 
რედაქტორის სვეტი