ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13
Notice
  • Lack of access rights - File '/images/02 old Tbilisi.jpg'
  • Lack of access rights - File '/images/01 old tbilisi.jpg'
  • Lack of access rights - File '/images/02 old Tbilisi.jpg'
  • Lack of access rights - File '/images/01 old tbilisi.jpg'

რეგიონული კონფერენცია პროექტის „ვირტუალური სავაჭრო გამოფენები და სავაჭრო კავშირების“ ფარგლებში

 

 15.04.2015 - 2015 წლის15 აპრილს16:00 საათზე სასტუმრო „ძველ თბილისში“, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის(CIESR) ინიციატივით შედგა შეხვედრა ქართველ და უცხოელ მეწარმეებთან, ვირტუალურ სავაჭრო  ბაზრობებში მონაწილოებით დაინტერსებულ პირებთან. კონფერენცია ატარებდა რეგიონალურ ხასიათს, ვინაიდან  პროექტის ძირითადი აქცენტი სწორედ შავი ზღვის აუზის რეგიონზე კეთდება.

კონფერენციაზე დამსწრე პირებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ვირტუალური სავაჭრო გარემოს გამოყენების ტექნიკურ და შინაარსობრივ ასპექტებზე. ტექნიკური ასპექტების მიმოხილვის შემდეგ საზოგადოებას მიწოდა დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამი მნიშვნელოვანი ვირტუალური ღონისძიების შესახებ: 

23 -30 აპრილს გაიმართება, აგროტექნიკის, სურსათის ტექნოლოგიებისა და სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ონლაინ გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მწარმოებლები, მომხმარებლები და ვიზიტორი ფირმები: თურქეთიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან,მოლდოვეთიდან და  შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიდან.

20-27 მაისს გაიმართება საკვები და სასმელი პროდუქტების ონლიან გამოფენა-ვაჭრობა „Food & Drinks e-EXPO 2015“ 

19-30  ივნისს გაიმართება რიგით მეხუთე, ფინალური ვირტუალური სავაჭრო გამოფენა-გაყიდვა „International e-EXPO 2015“.  აღნიშნული ვირტუალური ვაჭრობა მრავალდარგობრივი იქნება და მოიცავს შემდეგ დარგებს: სამშენებლო მასალების, აგრო ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სურსათისა და სასმელების მწარმოებელ კომპანიებსა და ამ ბიზნესით დაინტერესებულ პირებს.

ასეთი სახის ვირტუალური გამოფენების (ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით) არსებობა მეტად ხელსაყრელი და მოსახერხებელი საშუალებაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების დასამყარებლად და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.

მეწარმეებმა, პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს. მათი აზრით პროექტი ხელს შეუწყობს საწარმოების შემდგომ პოპულარიზაციას, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე.

 

 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის 2007-2013 ფარგლებში.

 

 

 
რედაქტორის სვეტი