ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

AgroFoodTech 2015–ვირტუალური სავაჭრო ბაზარი: ონლაინ რეგისტრაცია 

პრესრელიზი 14.04.2015  - პროექტის „ვირტუალური სავაჭრო ბაზრობები და სავაჭრო კავშირები“ ფარგლებში იგეგმება შავი ზღვის რეგიონის აუზის მასშტაბით ვირტუალური სავაჭრო ბაზრის მოწყობა AgroFoodTech 2015’აგროსასურსათო სექტორისათვის საჭირო ტექნოლოგიასა და აღჭურვილობაზე. გიწვევთ საწარმოებს რეგისტრაციისა და მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 2015 წლის 23–30 აპრილს. დაგეგმილია ორი ვირტუალური ღონისძიება: ‘AgroTech e-EXPO’ (http://agrotech2015.virtualfairs.eu/)და‘FoodTech e-EXPO’ (http://foodtech2015.virtualfairs.eu/და  ერთობლივი ღონისძიება – ფიზიკური ლოკაცია: მე–6 საერთაშორისო გამოფენა IDMA 2015– მარცვლეულის ტექნიკა და ტექნოლოგიები სტამბულში/თურქეთი (23–26/04/15; სტენდი B-18).

ფირმა–ექპონენტების მონაწილეობა ონლაინ ღონისძიებაში უფასოა და გულისხმობს მათი მხრიდან რეგისტრაციისთვის მარტივი პროცედურების გავლას. ექსპონენტების სურვილი შექმნან საკუთარი ვირტუალური სტენდი იქნება მხარდაჭერილი ღონისძიების ფარგლებში.

AgroFoodTech  უზრუნველყოფს ექსპონენტებს ვირტუალურ გარემოში ყველა იმ ფუნქციით, რაც დამახასიათებელია ფიზიკური გამოფენისთვის. თითოეული მონაწილე ფირმა მიიღებს ვირტუალურ სტენდს, რომლის მართვა თავად კომპანიის ოფისიდან იქნება შესაძლებელი. კომპანიებს აგროსასურსათო სექტორიდან ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ, როგორც ვიზიტორები მარტივი პროცედურების გავლის შემდგომ.

საერთო ჯამში AgroFoodTech უმასპინძლებს 100–ზე მეტი მონაწილის ვირტულაურ სტენდს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, თურქეთი და სხვა ქვეყნების მონაწილეები აგრო–სასურსათო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სფეროდან. ასობით ვიზიტორი გაეცნობა თქვენს მიერ წარმოდგენილ პროდუქციასა და მომსახურებას. აღნიშნული ონლაინ სავაჭრო ბაზარი საშუალებას მოგცემთ გაცვალოთ ბიზნეს ინტერესები, ჩეთის ან ვიდეო–კონფერენციის გამოყენებით, პოტენციურ მომხმარებლებთან და სამომავლო ბიზნეს პარტნიორებთან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. Tel: 593205731

 

AgroFoodTech მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

აგრო–ტექნიკა

სასურსათო ტექნიკა

ტრაქტორები

ხილისა და ბოსტნეულის დამუშავება

მიწის სამუშაო

შინაური ფრინველისა და ხორცის დამუშავება

საირიგაციო სისტემა და წყლის რესურსების მართვა 

თევზისა და ზღვის პროდუქტების დამუშავება

მოსავლის აღებისთვის საჭირო აღჭურვილობა და აპარატურა

მცენარეული ზეთის დამუშავება

მეურნეობის ელექტორნიკა და ავტომატიზაცია

რძისა და ყველის დამუშავება

სასუქები და მცენარეთა დაცვა

კონსერვირებული და მზა საკვები

ნარჩენების მართვა

წისქვილის ტექნოლოგია და აღჭურვილობა

სატრანსპორტო საშუალებები

მაკარონის ტექნოლოგიები

ლოჯისტიკა

საცხობი აღჭურვილობა და ტექნოლოგია

სხვა მანქანები და აღჭურვილობა

ყავისა და ჩაის დამუშავება

სხვა მომსახურება

სასმელების წარმოების აღჭურვილობა

 

შესაფუთი მოწყობილობები და ტექნოლოგიები

 

სურსათის უვნებლობა და ლაბორატორიული აღჭურვილობა

 

ავტომატიკა და ენერგოეფექტურობა

 

ბიო ენერგეტიკული პროდუქცია

 

სხვა

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე PDF

 

რედაქტორის სვეტი