ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

ტრენინგი თემაზე: „ვირტუალური სავაჭრო გამოფენები და სავაჭრო კავშირები“

 

2015 წლის 27 მარტს, 15:00 საათზე კავკასიის ეკონომიკური  და  სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) შეხვედრების დარბაზში ჩატარდა ტრენინგი მცირე, საშუალო და დიდი საწარმოების წარმომადგენლებთან, პასუხისმგებელ პირებთან. ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვირტუალური სავაჭრო გამოფენები და სავაჭრო კავშირები“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი და მოლდოვა) ვირტუალურ სავაჭრო სივრცეში პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მის პიარსა და რეკლამას, საექსპორტო პროდუქციის წილის ზრდას. 

ტრენინგს ესწრებოდნენ: შპს „აგრონეტი“-ს, საქართველოს ფერმერთა კავშირის, შპს „სუნელი“-ს, ღვინო „თელიანი ველი“-ს, რძის პროდუქტების საწარმო „სანტე“-ს, შპს „კავკასიის გენეტიკის“, შპს „კულა“-ს, შპს „წყალი მარგებელი“-ს, ღვინის საწარმო „ასკანელი ძმები“-ს, ლუდსახარში „ზედაზენი“-ს წარმომადგენლები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მეწარმეებისთვის დაწვრილებით აეხსნა და გაეცნო პროექტის ფარგლებში მათი ჩართულობის სარგებლიანობა. მათთვის გასაცნობად წარმოდგენილი იქნა ვებ-საიტი (http://demo.virtualfairs.eu/), რომელზეც მოხდება თითოეული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის ატვირთვა  ვირტუალურ სივრცეში. ასეთი სახის ვირტუალური გამოფენები (ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით) ხელს შეუწყობენ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების დამყარებას  და ექსპორტის ზრდას.

მეწარმეებმა, პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს. მათი აზრით პროექტი ხელს შეუწყობს საწარმოების შემდგომ პოპულარიზაციას, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს ევროპულ ბაზარზე.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის 2007-2013 ფარგლებში. 

რედაქტორის სვეტი