ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

დამადლებული გამიჯვნა დიქტატურისგან

არ ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში განსწავლულ (ძირითადად 1–2 თვიანი ტრენინგების სერტიფიკატების მფლობელ) ნაცმოძრაობის ლიდერებს წაკითხული აქვთ თუ არა სულხან საბა ორბელიანის იგავები, მაგრამ, მათი ქცევიდან გამომდინარე, ეჭვის საბაბი ნამდვილად არსებობს. მაშ ასე:

 

სულხან საბა ორბელიანი – ორმოშიჩაგდებულიმეფე

„ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. 
გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო? 
მან მეფემან მადლი უბრძანა. 
თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა. 
კიდე ვუთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო? 
მეფემან კიდევ მადლი უბრძანა. 
მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო? 
ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე. 
ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო? 
მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო. 

- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.

ქართველი ხალხის, სრულიად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი უხსოვარი დროიდან (მცდარბეჭდილი არ გეგონოთ), დიახ, უხსოვარი დროიდან, იყო და არის სწრაფვა დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, ჰუმანისტური ღირებებულებისკენ. იმ ღირებულებისკენ, რომელსაც დღეს დემოკრატიული ევროპის ღირებულებად მიიჩნევენ. იყოს ასე, მაგრამ შოთა რუსთაველის ქვეყანა შეუძლებელია სხვა ღირებულებებს ეთაყვანებოდეს.

სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა, იმის ნაცვლად, რომ თავად იყოს მის მიერვე მიღებული არადემოკრატიული კონსტიტუციის (რომელიც ძირითად პრინციპად დიქტატურას აღიარებს, პრეზიდენტს აძლევს ერთპიროვნულ უფლებას,  თავისი სურვილით შეცვალოს ხელისუფლება),  შეცვლის ინიციატორი, ვაჭრობს. ხან რას ითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის სანაცვლოდ და ხან რას. ბოლოს კი დაგვამადლა, მითხარით, რამდენი ხმა გაკლიათ და მე დაგიმატებთო. ჯერ უმრავლესობის მხრიდან დასტურის პასუხიც კი არ აქვს ამ შეთავაზებაზე და უკვე დაიწყეს დამადლება: აი, ხომ ხედავთ, ჩვენი კეთილი ნებით, უფლებას გაძლევთ დიქტატურა ამოიღოთ კონსტიტუციიდან და „გავადემოკრატიულოთ“ იგიო. იმას კი არ ფიქრობენ, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათაც სჭირდებათ, მითუმეტეს, მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებსაც და სრულიად საქართველოსაც, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, არსებული ქვეყნის ხელისუფლების ჩათვლით.

არ  ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა – უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივ ინტერესებს გაითვალისწინებს და  დასთანხმდება „დაყვედრებულ“ მხარდაჭერას თუ უარს იტყვის რეიტინგულ კენჭისყრაზე და ნაციონალ–პარლამენტარებს შორის არსებული წესიერი და გონიერი წევრების მხრიდან მხარდაჭერის იმედად იქნება. მიუხედავად შედეგისა კარგად უნდა გვახსოვდეს:

- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.

 

P.S. ჯერ კიდევ 2012 წლის 20 ნოემბერს, როდესაც ნაციონალები ელდანაცემები იყვნენ არჩევნების მათთვის მოულოდნელი შედეგებით, არაადექვატურად იქცეოდნენ და ისტერულად იქადნებოდნენ, რომ წლის ბოლომდე დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, გამოსავალი, ხელისუფლებიდან ღირსეულად წასვლა ან თუნდაც, დარჩენა შევთავაზეთ (იხილეთ რედაქტორის რეპლიკა „მონანიება): 

„მონანიება

არის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მსოფლიო საგანძურს მიეკუთვნება. არის ფილმები, რომლებსაც კინემატოგრაფიის შედევრებად აღიარებენ. მსოფლიოსი ნამდვილად არვიცი, ჩემთვის კი, თითქმის30 წლის წინ შექმნილი, თენგიზ აბულაძის ფილმი– „მონანიება“ უკვდავი ფილმია. სანამ ადამიანი იარსებებს, თავისისი სუსტეებით, ზნეობრივი პრობლემებით, იგი ყოველთვის  საჭირო იქნება. საჭირო იქნება, რომ საკუთარი თავი შელამაზების გარეშე დაგვანახოს, ჩაგვაფიქროს, შეგვაძრწუნოს, ადამიანური სისუსტეები დაგვაძლევინოს და გვიხსნას ბოროტისგან. იქნებ მონანიების გრძნობა აღგვიძრას, ზოგს პირველსავე, ზოგს მეათედ ზოგსაც მეასე ნახვაზე.

20 ნოემბერი. 00.30 საათი.  რუსთავი2–ზე ეს–ეს არის დასრულდა ფილმის ჩვენება. „მონანიება“. იქნებ ეს თავად რუსთავი2–ის მონანიებაა?! ვინ იცის. ტყულუბრალოდ ამქვეყნად, არაფერი ხდება. რადგან აჩვენებენ, ესეიგი ვიღაც სჭირდება. თუმცა, ვისაც ყველაზე უფრო სჭირდება, არაფერი ეტყობა მონანიების. არადა, ვინ იცის. . . , ქართველები მიმტევებლები ვართ, იქნებ მიგვეტევებინა კიდეც. . . , მაგრამ მას, ვისაც მონანიების სურვილი უნდა გასჩენოდა და მიტევება ეთხოვა, ვერც მეათე და ვერც მეასე ნახვის შემდეგ უჩნდება ეს გრძნობა. ჯერ ისევ მუშტმოღერებულები, ჩასაფრებულები, ილუზიებს იქმნიან, რომ  დაბრუნდება განუსაზღვრელი უფლებების, უსაზღვრო და უსამართლო ძალაუფლების, დაუსჯელი ძალადობის დრო და. . . , რევანშის ჭაობში ჩაფლულები, რაც უფრო მეტს ფართხალებენ, სულ უფრო ღრმად ეფლობიან. საბრალონი, ვერ ხვდებიან, რომ მონანიება არის ის ტოტი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდონ და ჭაობიდან. . .,  ვინ იცის. . . , ვინ იცის. . .“

 

არც ახლაა გვიან, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უჭკუო . . .

მიხეილხოშტარია

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო

ალიანსის გამგების თავმჯდომარე

რედაქტორის სვეტი