ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

მიმდინარეობს პორტალის www.caucasus.ge მე-5 რედაქციის მომზადება !

ბოლო სამი წლის განმავლობაში კავკაზუს ონლაინის ჰოსტინგზე განთავსებული ჩვენი პორტალი - www.caucasus.ge ოთხჯერ იქნა განადგურებული, რამაც გვაიძულა შეგვეცვალა პროვაიდერი და გადავსულიყავით ახალ ჰოსტინგზე. ამჟამად მიმდინარეობს პორტალის მე-5 რედაქციის მომზადება.

ჩვენს მუდმივ და ახალ მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით დისკომფორტისთვის და      ვარწმუნებთ, რომ 2012 წლის ბოლომდე, შესაძლებლობა მიეცემათ, ჩვენს პორტალზე კვლავ:

იხილონ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ყველა წამყვანი ტელე და რადიო კომპანიების, მათ შორის ჩვენი ინტერნეტ-ტელევიზიის (IAIJ TV) გადაცემები, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში.

გაეცნონ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის თითქმის ყველა ბეჭდურ გამოცემას (გაზეთები და ჟურნალები), მათ შორის ალიანსის საკუთარ ელექტრონულ გამოცემებს.

მიიღონ სამხრეთ კავკასიისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საცნობარო ინფორმაცია.

შეიტყონ ინფორმაცია ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, სკოლების, ფორუმების, პრეზენტაციების, გამოფენების და ა. შ.) შესახებ. საგანმანათლებლო–სამეცნიერო-პრაქტიკული-ბიზნეს და პიარ ღონისძიებები ჩატარდება თბილისში და ტურიზმისთვის მიმზიდველ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კურორტებზე (წელიწადის შესაბამის დროს შესაბამის კურორტზე). ეს იქნება "სასარგებლოსა და სასიამოვნოს" შესანიშნავი სიმბიოზი.

უახლოეს თვეებში ვაპირებთ ონლაინ-მედია საგანმანათლებლო ცენტრის - OMEC-ის საჯარო პრეზენტაციას. ეს იქნება საქართველოსთვის სრულიად ახალი მედია-საგანმანათლებლო, მათ შორის საზოგადოებრივი განათლების ყველაზე ხელმისაწვდომი, ეფექტური და დაბალბიუჯეტიანი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება კონფერენციები, ტრენინგები, კონსულტაციები, ტესტირებები ჩავუტაროთ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს.

პორტალის შევსებისას ვსარგებლობთ, როგორც საკუთარი, ასევე სხვა საინფორმაციო-საცნობარო წყაროების ინფორმაციით. ვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ საიტს, ინტერნეტ გამოცემის საავტორო კოლექტივს, რომელთა მედიაპროდუქტით ვსარგებლობთ და საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს დაზოგოს დრო - ერთ პორტალზე შესვლით მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ამავე დროს გაიცნოს ინფორმაციის "დედა" საიტი და სურვილის შემთხვევაში, პრობლემის გარეშე გადავიდეს მასზე.

პორტალის ინფორმაციით დატვირთვისა და მომხმარებლის საჭირო რაოდენობის აკრეფის შემდეგ, დავიწყებთ საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზიის (IAIJ TV) გადაცემების ტრანსლირებას. ჩვენ სატელევიზიო სადისკუსიო კლუბში მოვიწვევთ, როგორც ცნობილ სპეციალისტებსა და ექსპერტებს, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩვენი ტელევიზიის მაყურებლებს, ხალხს, რომელსაც შეუძლია და სურვილი აქვს გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ მიკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას.

ჩვენ არ ვართ შეზღუდული პარტიული და ფინანსური ვალდებულებებით, ღია ვართ თანამშრომლობისთვის და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის შანსს მივცემთ ყველას, ვისაც სურვილი ექნება სატელევზიო ეთერით ისაუბროს თემაზე, რომელიც ჩვენ პორტალზე განთავსებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სისტემის მეშვეობით გაჭვირვალედ გამოვლინდება ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, პორტალის ყველა მომხმარებელს შეეძლება საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება, დისკუსიაში ჩართვა, კითხვების დასმა და პასუხის მიღება.

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან, თანამშრომლობთ ჩვენთან. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.

პორტალის სახელით

თეა ჯოხაძეპორტალის ვებ-დიზაინერი, ელექტრონული მედიაცენტრის დირექტორი

მიხეილ ხოშტარიაალიანსის გამგეობის თავმჯდომარე  

რედაქტორის სვეტი