ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

მონანიება

არის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მსოფლიო საგანძურს მიეკუთვნება. არის ფილმები, რომლებსაც კინემატოგრაფიის შედევრებად აღიარებენ. მსოფლიოსი ნამდვილად არ ვიცი, ჩემთვის კი, თითქმის 30 წლის წინ შექმნილი, თენგიზ აბულაძის ფილმი – „მონანიება“ უკვდავი ფილმია. სანამ ადამიანი იარსებებს, თავისი სისუსტეებით, ზნეობრივი პრობლემებით, იგი ყოველთვის  საჭირო იქნება. საჭირო იქნება, რომ საკუთარი თავი შელამაზების გარეშე დაგვანახოს, ჩაგვაფიქროს, შეგვაძრწუნოს, ადამიანური სისუსტეები დაგვაძლევინოს და გვიხსნას ბოროტისგან. იქნებ მონანიების გრძნობა აღგვიძრას, ზოგს პირველსავე, ზოგს მეათე და ზოგსაც მეასე ნახვაზე.

20 ნოემბერი. 00.30 საათი.  რუსთავი 2–ზე ეს–ეს არის დასრულდა ფილმის ჩვენება. „მონანიება“. იქნებ ეს თავად რუსთავი 2–ის მონანიებაა?! ვინ იცის. ტყულუბრალოდ ამ ქვეყნად, არაფერი ხდება. რადგან აჩვენებენ, ესეიგი ვიღაც სჭირდება. თუმცა, ვისაც ყველაზე უფრო სჭირდება, არაფერი ეტყობა მონანიების. არადა, ვინ იცის. . . , ქართველები მიმტევებლები ვართ, იქნებ მიგვეტევებინა კიდეც . . . , მაგრამ მას, ვისაც მონანიების სურვილი უნდა გასჩენოდა და მიტევება ეთხოვა, ვერც მეათე და ვერც მეასე ნახვის შემდეგ უჩნდება ეს გრძნობა. ჯერ ისევ მუშტმოღერებულები, ჩასაფრებულები, ილუზიებს იქმნიან, რომ  დაბრუნდება განუსაზღვრელი უფლებების, უსაზღვრო და უსამართლო ძალაუფლების, დაუსჯელი ძალადობის დრო და . . . , რევანშის ჭაობში ჩაფლულები, რაც უფრო მეტს ფართხალებენ, სულ უფრო ღრმად ეფლობიან. საბრალონი, ვერ ხვდებიან, რომ მონანიება არის ის ტოტი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდონ და ჭაობიდან . . .,  ვინ იცის. . . , ვინ იცის . . .

მიხეილ ხოშტარია

20.11.2012

რედაქტორის სვეტი