ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

ნოდარ ტაბიძე დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას

PIA. 18 სექტემბერი 11:58    "ძალზე დამწყვიტა გული ცნობამ ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში.

ბატონი ნოდარი დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენ საზოგადოებას.

Read more...

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე სავარაუდოდ, ზუგდიდის შტაბის წევრებს მოუწოდებს, მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ შესაძლო პროვოკაციები თავიდან აირიდონ

PIA. 18 სექტემბერი 18:24  სოციალურ ქსელში შეხვედრის ჩანაწერი ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ პარტიის გენერალური მდივანი შტაბის წევრებს სთხოვს, აღნიშნული ინფორმაცია გადასცენ ყველას და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.

"რაც შეეხება პროვოკაციებს, როგორც გინდათ ისე მიიღეთ - თხოვნად თუ მოთხოვნად ცენტრალური შტაბისგან, რომ მაქსიმალურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავირიდოთ ეს ყველაფერი. არ შეხვიდეთ დაპირისპირებაში, ძალადობაში, რადგან ეს ყველაფერი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ზუსტად ეგ უნდათ მათ და ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ეს შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ. ჩემი თხოვნა იქნება, ყველას გადავცეთ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.

Read more...

მონაწილოება სატელევიზო პროგრამაში, პროგრამა: „საქმიანი დილა“

27.10.2015 პროექტის მოსალოდნელი შედეგებისა და გაწეული აქტივობების შესახებ ტელეკომპანია მაესტროს პროგრამა საქმიან დილაში მონაწილეობა მიიღო, პროექტის კოორდინატორმა ქ.ნ. ნათია დაღელიშვილმა.  მან ისაუბრა პროექტის მიმდინარე პროგრესისა და იმ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელიც ამა წლის 10 დეკემბერს გაიმართება, თბილისში. კერძოდ, დასკვნითი კონფერენცია საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ექსპერტები  ვიშეგრადის ოთხეულიდან - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი, ასევე ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდან. 

Read more...

ევროპული ინტეგრაციის საკითხისადმი მიძღვნილი ქართულ-უკრაინული კონფერენცია

პროექტ „ვიშეგრადის ოთხეულის რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ახლგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ და უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაციამ ჩაატარეს. 

26.06.2015- პროექტის მიზანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კრიზისის დაძლევის მეთოდების შემუშავება და სამომავლო რეფორმების პროცესის ხედვის ჩამოყალიბება ვიშეგრადის ოთხეულის მაგალითის გათვალისწინებით. 

Read more...

საჯარო ლექციების ციკლი უკრაინაში

20.05.2015 - 2015 წლის 15 და 18 მაისს პროექტის, „V4-ის ქვეყნების რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“, ფარგლებში უკრაინის მცირე ქალაქთა ასოციაციმ საჯარო ლექციები გამართა. ლექციებს უკრაინაში ევროინტეგრაციის პროცესებით დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ: უკრაინის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, კომანულური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები, კერძო მეწარმეები, სხვადასხვა ინსტიტუტების სტუდენტები და ექსპერტები. უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაცის პროექტების ხელმძღვანელი ქ-ნი ოლგა ოხრიმენკომ ევრო ინტეგრაციის პროცესებში, უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ამ მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. პოლონეთმა, სლოვაკიამ, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ერთად გაიარეს ევროინტეგრაციის გზა და ევროკავშირის წევრები გახდნენ. საქართველოსა და უკრაინისათვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის, ვიშეგრადის ქვეყნები კარგ მაგალითს წარმოადგენენ როგორც რეფორმების, ასევე თანამშრომლობის კუთხით. 

Read more...
რედაქტორის სვეტი