ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?
Total votes: 100
საჯარო ლექციების ციკლი უკრაინაში
20.05.2015 - 2015 წლის 15 და 18 მაისს პროექტის, „V4-ის ქვეყნების რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“, ფარგლებში უკრაინის მცირე ქალაქთა ასოციაციმ საჯარო ლექციები გამართა. ლექციებს უკრაინაში ევროინტეგრაციის პროცესებით დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ: უკრაინის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, კომანულური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები, კერძო მეწარმეები, სხვადასხვა ინსტიტუტების სტუდენტები და ექსპერტები. უკრაინის მცირე ქალაქების ასოციაცის პროექტების ხელმძღვანელი ქ-ნი ოლგა ოხრიმენკომ ევრო ინტეგრაციის პროცესებში, უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ამ მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. პოლონეთმა, სლოვაკიამ, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ერთად გაიარეს ევროინტეგრაციის გზა და ევროკავშირის წევრები გახდნენ. საქართველოსა და უკრაინისათვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის, ვიშეგრადის ქვეყნები კარგ მაგალითს წარმოადგენენ როგორც რეფორმების, ასევე თანამშრომლობის კუთხით.
საჯარო ლექციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
06.05.2015 - 04.05.2015 - 05.05.2015 პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების რეფორმირების გამოცდილება საქართველოსა და უკრაინისათვის“ ფარგლებში ამა წლის ოთხ და ხუთ მაისს გაიმართა საჯარო ლექციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში ჩატარდა ორდღიანი საჯარო ლექციების ციკლი სახელწოდებით „ევროინტეგრაციის საკითხები საქართველოსა და უკრაინაში - ვიშეგრადის გამოცდილება როგორც სასარგებლო მაგალითი“.
საქართველოსა და სლოვენიას შორის „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა
/15 ოქტომბერი 2015 IAIJ-ინფო/ 15 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს, პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა. სლოვენიის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სლოვენიას შორის გაფორმდა შეთანხმება „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა პიტერ გაშპერშიცმა.
Read more...ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი: „აბრეშუმის გზის ეკონომიკური პოტენციალი უსაზღვროა“
/15 ოქტომბერი 2015 IAIJ-ინფო/ 15 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ვალერი დილმა. ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში აბრეშუმის გზის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზა არის ძალიან მიმზიდველი არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ მიმზიდველია ეკონომიკური პარტნიორობის პოტენციალის გამო და ეს პოტენციალი უსაზღვროა. გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ტექტს:
ევროპის საინვესტიციო ბანკი ქუთაისში 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
/15 ოქტომბერი 2015 IAIJ-ინფო/ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი. მან მონაწილეობა მიიღო ფორუმის მისასალმებელ პანელში, სადაც სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობასა და რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროგრამებზე ისაუბრა. როგორც ლასლო ბარანიაიმ აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ინვესტიციების გასაგრძელებლად, კერძოდ, 100 მილიონიევროს ოდენობის ინვესტიცია ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა.