ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

მედიკოსთა  XXXIII  საერთაშორისო სკოლა–კონფერენცია

ბაკურიანი 2013

თანამედროვე კლინიკური მედიცინა.

მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები

 (პრაქტიკოს ექიმთა სახელმძღვანელოდ)

23 თებერვალი - 1 მარტი

2013

პატივცემულო კოლეგებო,

  • საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
  • საქართველოს პრენატალური მედიცინისა და პერინატოლოგიის ასოციაცია
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია
  • საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი
  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია
  • საქართველოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა ს/კ ცენტრი
  • ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი
 
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:
                                    მედ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
 
სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრვი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები. ასევე დაგეგმილია ტრადიციული საერთაშორისო ერთობლივი სამედიცინო ფორუმების ორგანიზება, მათ შორის:
  • XII ქართულ–უკრაინული ერთობლივი სამედიცინო ფორუმი
  • XII ქართულ–სომხური ერთობლივი სამედიცინო ფორუმი
  •     I ქართულ–იტალიური ერთობლივი სამეცნიერო–პრაქტიკული სიმპოზიუმი

სურვილის შემთხვევაში, სკოლა-კონფერენციაზე შესაძლებელია ცალკეული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება სპეციალურად შეკვეთილ თემებზე:

.         ფარმაკოთერაპია
.         სამედიცინო ეკოლოგია
·         პროფესიული დაავადებები
·         რეპროდუქტოლოგია
·         კარდიოვასკულარული დაავადებები
·         კლინიკური ჰემატოლოგია
·         ტრანსპლანტალოგია
·         პრენატალური მედიცინა, პერინატალოგია და მეანობა-გინეკოლიგია
·         ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
·         უახლესი ტექნოლოგიები მედიცინაში
·         ინფორმაციული ტექნოლოგიები მედიცინაში
·         სხვა თემები
გარდა ამისაჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე”ამერიკის შეერთებული შტატებიევროპა
რუსეთი და საქართველო”.

ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. კოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას. წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

მოხსენებათა სათაურები, ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. არაუგვიანეს 2013 წლის 01 თებერვლისა.

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა =====>>>>

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო "პრემიერ პალასში"

სკოლა–კონფერენციის მონაწილეები განთავსდებიან სპეციალური ფასდაკლებით სასტუმროებში :

პრემიერ პალასი (www.premierpalace.ge);
ედელვაისი (www.welcome.ge/edelweiss);
 
სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის 7-დღიანი პაკეტის ღირებულება ყველა მონაწილისა და თანმხლები პირისთვის შეადგენს 550 ლარს, ხოლო სტუდენტებისთვის (ფასდაკლებით) 520 ლარს. პაკეტში შედის: სასტუმროში ცხოვრება სამჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) და საწევრო-სარეგისტრაციო გადასახადი.
 
2   წლის  ჩათვლით  (დაბადების  მოწმობის მიხედვით – 2010  წლის  2  მარტის შემდეგ  დაბადებული)  ბავშვების განთავსება უფასოა, 3-დან 8 წლის  ჩათვლით  (2004 წლის 2 მარტიდან – 2009  წლის  2 მარტამდე დაბადებულები) - ღირებულების მხოლოდ 50%.

შესაძლებელია სკოლა-კონფერენციის შემდეგ ხანმოკლე პერიოდით საგზურის გაგრძელება იგივე პირობებით, რის შესახებ უნდა ეცნობოს საორგანიზაციო კომიტეტს არაუგვიანეს 2013 წლის 8 თებერვლისა (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).

საწევრო-სარეგისტრაციო შესატანის, საგზურის ღირებულებებისა და მგზავრობის თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისიერი ფილიალიდან შემდეგ რეკვიზიტებზე: 

ბანკი-„საქართველოს ბანკი“–BAGAGE22სალარე ანგარიშის N GE26BG0000000344342000

მიმღები  რ/კ“ საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”,     ს/კ – 202215673
წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს – 2013 წლის 11 თებერვლამდე.
მონაწილის ან/და თანმხლები პირის მიერ გადახდილი თანხის საბანკო დოკუმენტის, პირადობის მოწმობის (ბავშვების შემთხვევაში) ასლები, წარმოდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში (ხელმძღვანელი - თეა ჯოხაძე - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.), შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ.48MTVi Agency:
2013 წლის 8 იანვრიდან: სამშაბათსა და პარასკევს, 15 სთ-დან 18 სთ-მდე.
2013  წლის 1 თებერვლიდან: ორშაბათსსამშაბათსხუთშაბათსა და პარასკევს, 15 სთ-დან 18 სთ-მდე.
ინფორმაციისთვის, ზემოთ მითითებულ დღეებსა და საათებში დაურეკეთ ტელ.: 299 02 25: მობ.: 593 205 731; ან,  ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა), საღამოს 20:00–დან 24:00 საათამდე შეგიძლიათ დაურეკოთ ტელ.: 299 56 65
მსურველთათვის ორგანიზებული იქნება მგზავრობა სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით 
თბილისიდან ბაკურიანში და უკან. ღირებულება: ერთი მგზავრი, ერთი მიმართულებით – 25 ლარი. 
ტრანსპორტის ღირებულება (თუ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეთავაზებული ავტობუსით გადაწყვეტთ 
მგზავრობას) გადახდილი უნდა იყოს ასევე 2013 წლის 11 თებერვლამდე (უნაღდო ანგარიშსწორებით).
საგზურის და მგზავრობის თანხის დაბრუნება იწამოებს 10 თებერვლამდე.
სრულად რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილის მიზეზით საგზურის 10 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში მას სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ხოლო 11 თებერვლიდან დაუკავდება სასტუმროს ჯავშნის ღირებულება – 150 ლარი.
სკოლა-კონფერენციის დროს ყოველდღიურად დაგეგმილია გასართობ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მათ შორის: 
–         მუსიკალური საღამოების და დისკოთეკების მოწყობა;
–         ცნობილი მხატვრებისა და არქიტექტორების ნამუშევრების გამოფენა;
–         მოდების ჩვენება;
–         ახალი მხატვრული ფილმებისა და კინოშედევრების ჩვენება;
–         ცნობილი კომპოზიტორებისა და მწერლების შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება
–         კონკურსის: „მის და მისტერ ბაკურიანი 2013“ – ჩატარება და გამარჯვებულების  
            დაჯილდოება
 

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

სკოლა–კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისა და კომპანიებისათვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია აქ: ====>>>> აქ

საორგანიზაციო კომიტეტი

თუ გნებავთ იხილოთ  აიტზე სანახავი ბუკლეტ ,                 დაკლიკეთ =====>>>>>
თუ გნებავთ იხილოთ ბუკლეტის ამოსაბეჭდი ვარიანტი    დაკლიკეთ =====>>>>>
რედაქტორის სვეტი