ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

წინასწარი საინფორმაციო წერილი

        ბ ა კ უ რ ი ა ნ ი  – 2014

პირველი საერთაშორისო ტრენინგები და საქმიანი თამაშები

„მენეჯმენტი და ჯანმრთელობა“

მუდამ ფორმაში, მუდამ წარმატებული 

 

ძვირფასო მეგობრებო,

შპს საკალათბურთო კლუბი „ათლეტიკსი“

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის ფონდი

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი – IAIJ

IAIJ-ის სამეცნიერო და საქმიანი ტურიზმის დეპარტამენტი www.travel.caucasus.ge

მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო - MTVi Agency

გიწვევენ საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებაში – პირველ საერთაშორისო ტრენინგებსა და საქმიან თამაშებში: „მენეჯმენტი და ჯანმრთელობა“, მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება ჩატარდება დაბა ბაკურიანში,  22 თებერვალი 1 მარტი 2014 წელი (8 დღე 7 ღამე).

22 თებერვალი, 12:00,  ჩასვლა ბაკურიანში და სატუმროში განთავსება

23 – 28 თებერვალი   

        10.00 – 14.00  სპორტული და გამაჯანსაღებელ–სარეაბილიტაციო ღონისძიებები – თხილამურებით, 

                                სკეიტბორდით და ციგით სრიალი, იმუნური სისტემის გაძლიერება, ნერვული და

                                სუნთქვის სისტემის მოწესრიგება, აქტიური დასვენება,

        16.00 – 20.00 ტრენინგები და საქმიანი თამაშები.  პროგრამა:

დღე პირველი  –  ღონისძიების გახსნა.  მონაწილეების ფსიქოლოგიური ტესტირება:

ვინ ხართ ბუნებით – ხელმძღვანელი თუ ქვეშერვდომი; შეგიძლიათ თუ არა იყოთ ხელმძღვანელი, უხელმძღვანელოთ ხალხს, გახდეთ მენეჯერი, იყოთ ლიდერი; შეგიძლიათ თუ არა ნებისმიერ ვითარებიდან დანაკარგების გარეშე გამოსვლა; ადვილად ითვისებთ თუ არა სიახლეებს; როგორი კომუნიკაციის უნარი გაქვთ; შეგიძლიათ თუ არა აწარმოოთ მოლაპარაკებები და ა.შ.

დღე მეორე  –  ტესტირების შედეგების გაცხადება, დებატები ამ თემაზე და გუნდების ფორმირება.

დღე მესამე  –  ტრენინგები: მენეჯმენტის რაობა; რა თვისებებია საჭირო წარმატებული მენეჯერის                   

                           ჩამოსაყალიბლებად; როგორ უნდა უხელმძღვანელო თანამშრომლებს და მიაღწიო

                           წარმატებებს. დებატები მენეჯმენტის რაობაზე.

დღე მეოთხე – საქმიანი თამაში: მე ვარ ხელმძღვანელი

დღე მეხუთე – კონსულტაციები და რეკომენდაციები:  ჯანმრთელი ცხოვრების წესი 

დღე მეექვსე –  საქმიანი თამაში: მე ვარ ხელმძღვანელი – შედეგების განხილვა, დასკვნების გაკეთება,

                           სერტიფიკატების გადაცემა;  ღონისძიების დახურვა

01 მარტი 08.00–10.00 საუზმე, 10.00–12.00 თავისუფალი დრო, 12.00 გამომგზავრება თბილისში.

მონაწილეები განთავსდებიან ბაკურიანის მაღალი კლასის სასტუმროში. აქვე ჩატარდება ტრენინგები და საქმიანი თამაშები. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით (სამჯერადი შვედური მაგიდა) და სხვა უფასო სერვისებით.

ამჟამად, ღონისძიებების ორგანიზატორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროსთან, რათა მონაწილეები განთავსდნენ მაქსიმალური კომფორტითა და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. როგორც სასტუმროების მენეჯმენტი გვპირდება 2013–14 წლების ზამთრის სეზონის ფასებს განაცხადებენ ნოემბრის შუა რიცხვებში და ამავე პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები მათთან (ღონისძიების ჩატარების ვადები წინასწარ შეთანხმებული გვაქვს).

2013 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში, ჩვენ გავავრცელებთ ძირითად საინფრომაციო წერილს, რომელშიც მოცემული იქნება: სასტუმროს დასახელება, მისი ადგილმდებარეობა დაბა ბაკურიანში, ოთახებისა  და სერვისების აღწერა, სგზურის სრული ღირებულება;  ავტოტრანსპორტის ღირებულება, მისი გასვლის ადგილი და დრო; ტრენინგებისა და საქმიანი თამაშების უფრო დახვეწილი პროგრამა; საგზურის ღირებულება, გადარიცხვის ვადები, მიმღები ორგანიზაცია და მისი საბანკო რეკვიზიტები და სხვა, აუცილებელი ინფორმაცია.

წინასწარი საინფორმაციო წერილის დანიშნულებაა, დავადგინოთ სავარაუდო მონაწილეების რაოდენობა, რათა სასტუმროსთან მოლაპარაკებები დროს ვიცოდეთ რამდენი მონაწილისთვის, მათ შორის რამდენი ბავშვისა (ასაკის მიხედვით) და თანმხლები პირისთვის იქნება დასაჯავშნი სასტუმრო. ინფორმაცია ფასეულია სასტუმროს მენეჯმენტთან მოლაპარაკებებისთვის. რაც უფრო მეტი მონაწილე და მათი თანმხლები პირები გვეყოლება განსათავსებელი სასტუმროში, მით უფრო საგრძნობი იქნება შეღავათი – სასტუმროს ფასდაკლება და, შესაბამისად, საგზურის ღირებულება.

თუ თქვენ დაგაინტერესათ ჩვენმა შეთავაზებამ, გთხოვთ მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაიაროთ პირველადი რეგისტრაცია და მოგვაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია:

მონაწილის ან თანმხლები პირის, მათ შორის ბავშვების სახელი გვარი (ბავშვების ასაკი. ბავშვების ასაკიდან გამომდინარე გათვალისწინებულია შეღავათები: უფასოდან – 50 %–მდე.

 საკომუნიკაციო საშუალებები: ტელეფონი, მობილური, სკაიპი, ელ.ფოსტა

თქვენი სპეციალობა

გაწყობთ თუ არა ორგანიზატორების მიერ შერჩეული ვადები და ხანგრძლივობა. მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები.

ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტით ან სკაიპით. ჩვენი ელექტრონული მისამართია: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it." ' + path + '\'' + prefix + ':' + addy95176 + '\' style="cursor: pointer; text-decoration: none;">'+addy_text95176+'<\/a>'; //--> ;   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it." ' + path + '\'' + prefix + ':' + addy92038 + '\' style="cursor: pointer; text-decoration: none;">'+addy_text92038+'<\/a>'; //--> ; (დანიშნულებაში მიუთითეთ „საქმიანი თამაშები„). ჩვენი სკაიპია: khoshta.

ჩვენ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე:  www.caucasus.ge,  www.travel.caucasus.ge,

საორგანიზაციო კომიტეტის ოფისი:  თბილისი, რუსთაველის გამზირი N48,  MTVi Agency

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე (15.00 – 22.00): ტელ.: 299 5665 ან მობ.: 555 404 731 მიხეილ ხოშტარია;  მობ.: 599 03 55 91 მარიკა კაჭარავა;  593 205 731 თეა ჯოხაძე; 

საორგანიზაციო კომიტეტი

რედაქტორის სვეტი