ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

პატივცემულო კოლეგებო,

  • საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია
  • საქართველოს პრენატალური მედიცინისა და პერინატოლოგიის ასოციაცია
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგთა ასოციაციების კავშირი
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია
  • საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ბიოტექნოლოგიის ცენტრი
  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია
  • საქართველოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა ს/კ ცენტრი
  • ნაყოფის მედიცინის საქართველოს ფონდი

2013 წლის 21-29 ივლისს დაბა ჩაქვში, განახლებულ სასტუმრო „ოაზისში“ ატარებს მედიკოსთა  ტრადიციულ  XXXIV  საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას  ჩაქვ-2013,  რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი  სამედიცინო  სასწავლებლები,  ორგანიზაციები და დაწესებულებები.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:                                                                                                          მედ. მეც. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი                                                                    საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გენერალური დირექტორი:                                                                                                                                            მედ. მეც. დოქტორი   გიორგი თვალთვაძე                                                                                                      აქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი

სკოლა - კონფერენციაზე ჩატარდება ლექცია - სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და  სტუდენტებისთვის, დარგობრივი  სამეცნიერო - პრაქტიკული  კონფერენციები.  ასევე  დაგეგმილია  ტრადიციული  ერთობლივი საერთაშორისო სამედიცინო ფორუმების ორგანიზება,  მათ შორის:

  • XIII ქართულ–უკრაინული ერთობლივი სამედიცინო ფორუმი
  • XIII ქართულ–სომხური ერთობლივი სამედიცინო ფორუმი
  • პირველი ერთობლივი ქართულ–ბერძნული სამეცნიერო–პრაქტიკული სიმპოზიუმი
  • პირველი ერთობლივიქართულ–იტალიური  სამეცნიერო–პრაქტიკული სიმპოზიუმი

34–ე სკოლა–კონფერენციის ფარგლებში, 27–28 ივლისს ჩატარდება ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში იან დონალდის სახელობის საუნივერსიტეტთაშორისო მე–2 საერთაშორისო სკოლა, სადაც ლექციებს წაიკითხავენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ: იან დონალდის სკოლის პრეზიდენტი, პროფესორი ასიმ კურიაკი და ამ დარგის მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები. 

სკოლა–კონფერენციაზე  შესაძლებელია  ცალკეული  შეკვეთილი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება თემებზე:

  • ფარმაკოთერაპია
  • სამედიცინო ეკოლოგია
  • პროფესიული დაავადებები
  • რეპროდუქტოლოგია
  • კარდიოვასკულარული დაავადებები
  • კლინიკური ჰემატოლოგია
  • ტრანსპლანტალოგია
  • პრენატალური მედიცინა, პერინატოლოგია და მეანობა-გინეკოლიგია
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
  • უახლესი ტექნოლოგიები მედიცინაში
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები მედიცინაში
  • სხვა თემები

გარდაამისა, ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე:”ამერიკის შეერთებული შტატები,  ევროპა, რუსეთი  და  საქართველო - ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები”.

ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტთან ერთად, დაგეგმილია მესამე სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა თემაზე: "ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია და დღევანდელობა".

   ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა  და  სამედიცინო  ლიტერატურას.  წარმოდგენილი   მოხსენებები,  ძირითადად,   დაფუძნებული  იქნება  “მტკიცებითი მედიცინის”  პრინციპებზე.

სკოლა–კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!!!

სკოლა-კონფერენციის  სხდომები  ჩატარდება  ჩაქვის  სასტუმრო  „ოაზისში“. მონაწილეები განთავსდებიან   სასტუმროში  მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.  

მონაწილეობის  ღირებულება:  

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობის სრული პაკეტის (შესახლება 2013 წლის 21 ივლისს 12:00 – გამოსახლება  29  ივლისს 12:00, სულ 9 დღე და 8 ღამე) ღირებულება ყველა  მონაწილისა  და თანმხლები პირისთვის  შეადგენს  750 (შვიდას ორმოცდაათ) ლარს ხოლო  სტუდენტებისთვის და არასრულწლოვანი  (7–დან 17 წლის ჩათვლით) თანმხლები პირებისთვის (ფასდაკლებით)  720 (შვიდას ოც) ლარს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ – 6   წლის  ჩათვლით (დაბადების მოწმობის მიხედვით – 2006  წლის  30 ივლისს და შემდეგ დაბადებული)  ბავშვების განთავსება უფასოა.

პაკეტში  შედის: სასტუმროში  ცხოვრება,  სამჯერადი  კვება  (შვედური  მაგიდა), საგანმანათლებლო და კულტურულ–გასართობი ღონისძიებები, კონფერენციის ბეჭდვითი მასალები, სერტიფიკატი, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა – სესიებზე დასწრება, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის გამოყენება, საკუთარი ინდივიდუალური ვებ–გვერდის შექმნა, სასტუმროს ყველა უფასო სერვისით სარგებლობა (დახურული – 25 მეტრიანი და ღია – 10 მეტრიანი აუზი, საუნა, ტრენაჟორები; პლიაჟზე: ქოლგები, შეზლონგები, პლიაჟის პირსახოცები; სპორტული და საბავშვო მოედნები; ავტოსადგომი და მრავალი სხვა). 

სკოლა-კონფერენციის  დასრულების შემდეგ,  ხანმოკლე  პერიოდით (2–3 დღით),   29 ივლისის 12:00 საათიდან  1 აგვისტოს 12:00 საათამდე, შესაძლებელია საგზურის შეღავათიან ფასებში გაგრძელება – 90 ლარი დღეში,  რის შესახებაც  უნდა  ეცნობოს  საორგანიზაციო  კომიტეტს  არაუგვიანეს  2013  წლის 8 ივლისისა.

მოხსენებები (პრეზენტაციები, ლექციები):

მოხსენებათა  სათაურები წარმოდგენილი უნდა იქნას,  ელექტრონული  ფორმით  ელ.ფოსტის საშუალებით, მისამართზე:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it." style="font-size: 12px; ">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. არაუგვიანეს 2013 წლის 28 ივნისისა

მოხსენებათა  სარეგისტრაციო  ფორმა შეგიძლიათ იხილოთ  საიტზე:  www.medcongress.ge

მგზავრობა – ინდივიდუალურად!       თუმცა, მსურველებისთვის ორგანიზებული იქნება რკინიგზის ბილეთები დილის მატარებელზე  თბილისიდან ჩაქვამდე (გასვლა 7:30 – ჩასვლა 12:45)  და უკან (გამოსვლა 18:00 – ჩამოსვლა 22:45). ღირებულება: ერთი  მგზავრი ერთი  მიმართულებით – 25 ლარი. რომელიც უნდა გადაიხადოთ არაუგვიანეს 2013 წლის 20 ივნისისა.

გადახდა:

საგზურის სრული პაკეტის ღირებულებისა და მგზავრობის თანხის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი  ბანკის ნებისმიერ ფილიალში  შემდეგ რეკვიზიტებზე:

ბანკი საქართველოს  ბანკი“ – BAGAGE22,  /ა  N GE26BG0000000344342000                                  მიმღები –   / საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”,     / – 202215673

წინასწარი რეგისტრაცია 

სასტუმრო "ოაზისის" დირექციის მოთხოვნით, წინასწარი რეგისტრაციის გავლა (სასტუმროში ადგილების დაჯავშნა) აუცილებელია 2013 წლის  17 მაისამდე. წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ  მონაწილის ან/და თანმხლები პირის მიერ სასტუმროს ჯავშნის  გადახდილი თანხის (150 ლარი) საბანკო დოკუმენტის, პირადობისა და დაბადების მოწმობის (ბავშვების შემთხვევაში) ასლების საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში წარმოდგენის შემთხვევაში.  ჯავშნის ღირებულება (150 ლარი) ჩაითვლება სრული პაკეტის ღირებულებაში. სრული პაკეტის ღირებულების დაფარვა სავალდებულოა 2013 წლის 5 ივლისამდე.   სურვილის შემთხვევაში, მისი გადახდა შეგიძლიათ  ჯავშნის გადახდასთან ერთად 2013 წლის 17 მაისამდე.

სასტუმროს დირექციასთან შეთანხმებით, 2013 წლის 8 ივლისის 16 საათამდე წერილობით მომართვის შემთხვევაში, ნებისმიერ მონაწილეს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა. 12 ივლისის 16 საათამდე მომართვის შემთხვევაში დაუკავდება ჯავშნის ღირებულების 10 პროცენტი, 16 ივლისის  16 საათამდე 30 პროცენტი, 19 ივლისის 24 საათამდე  50 პროცენტი.  20 ივლისიდან ჯავშნის ღირებულება არ უბრუნდება.

მონაწილეების  წინასწარი რეგისტრაცია  იწარმოებს საორგანიზაციო  კომიტეტის  სამდივნოში (ხელმძღვანელი – თეა ჯოხაძე) შემდეგ მისამართზე – თბილისირუსთაველის გამზ.48, MTVi Agency  2013 წლის 16 აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და პარასკევს,   15 სთ-დან 18 სთ-მდეინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:  ტელეფონით (593 205 731;  555 404 731;  299 5665)  ყოველდღე 15:00–დან 24:00–მდე  ან  ელფოსტით:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it." style="font-size: 12px; ">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it." style="font-size: 12px; ">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

როგორც წესი, სასტუმროს მიერ გამოყოფილი ნომრები, წინასწარი რეგისტრაციის გამოცხადებიდან 7–10 დღეში თითქმის სრულად იჯავშნება. თუ გსურთ დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი ნომრები, სასურველ კორპუსში, სასურველ მხარეს, გთხოვთ 16 აპრილიდანვე შეუდგეთ წინასწარი რეგისტარაციის პროცედურის გავლას.

ეცადეთ ხშირად ესტუმროთ ჩვენ საიტებს:  www.medcongress.ge;  www.caucasus.ge და ფეისბუკის გვერდებს: Медконгресс Грузия და Медконгресс конференция. აქ დაიდება ყველა უახლესი ინფორმაცია, ცვლილებები და დამატებები.

გთხოვთ დაიცვათ მონაწილეებისთვის დაწესებული ვადები. მათი დარღვევის შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტი პასუხს არ აგებს ვალდებულებების შესრულებაზე!!!

სკოლა-კონფერენციის დროს ყოველდღიურად დაგეგმილია გასართობი ღონისძიებების  ჩატარება. მათ შორის:                                                                                                                                                                                            –         მუსიკალური საღამოები,  დისკოთეკები და გამოფენები;                                                                                                             –         ახალი მხატვრული და მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ფილმები;                                             –         შემოქმედებითი საღამოები;

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართულიინგლისურირუსული.

სკოლა-კონფერენციასთან  თანამშრომლობის  მსურველი  ფირმებისა  და  კომპანიებისთვის დამატებითი ინფორმაცია  განთავსებულია საიტზე: www.medcongress.ge

საორგანიზაციო კომიტეტი                                                                                                     www.medcongress.ge

 

რედაქტორის სვეტი