ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

 

ალიანსის გამოცემები

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი

"ეკონომიკა და ჟურნალისტიკა"

რჩეული ლექციები

2001 - 2002 წლები

თბილისი 2002

სარედაქციო კოლეგია:

ნოდარ ანთაძე

ალისა გვახარია

თეა ჯოხაძე

ეკა ქარდავა

ხათუნა მიქაცაძე

ქრისტინე ტალახაძე

მიხეილ ხოშტარია

ზაზა ჩხეიძე

მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს რჩეული ლექციები ჟურნალისტიკასა და ეკონომიკაში, რომლებიც წაკითხული იყო 2001 – 2002 წლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ევრაზიის ფონდის პროექტის (“ეკონომიკა და ჟურნალისტიკა”) ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს– USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ევრაზიის ფონდის პროექტი “ეკონომიკა და ჟურნალისტიკა” ითვალისწინებდა ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტების გადამზადებას, მათიპროფესიული დონის ამაღლებას.

პროექტი განხორციელდა: დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის – დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის (საქართველო.

(380008, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის,4. ტელ.: 2 99 02 25  მობ.: 593 404 731) This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.,

 აზერბაიჯანის ქალ-ჟურნალისტთა ასოციაციის (აზერბაიჯანი)

(370010, აზერბაიჯანი, ბაქო, პუშკინის,5 ტელ.: (99412) 98-12-35),This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კვლევითი ცენტრის “TEAM”- ის (სომხეთი)

(375009, რესპუბლიკა სომხეთი, ერევანი, მ. მაშტოცის გამზ., 39/12 ტელ.: (374.1) 56-37-71; 52-42-27); This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. მიერ.

ლექციების გარდა, ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა ჟურნალისტებს, ვთავაზობთ ეკონომიკასა და ჟურნალისტიკაში ყველაზე ხშირად ხმარებული ტერმინების განმარტებას და ინგლისურ აკრონიმებსა და აბრევიატურას. კრებულის ამ ნაწილის დაწერისას, სარედაქციო კოლეგიამ გამოიყენა შემდეგი ლიტერატურა:

კ.რ.მაკკონელი, ს.ლ.ბრიუ- ეკონომიქსი

ა.დ.კრივონოსოვი– PR-ტექსტისჟანრები

Shakil Faruq - Glossary Banking and Finance

 

შენიშვნა:

1. ლექციები იბეჭდება შემოკლებით.

2.იმის გამო, რომ ლექციები იკითხებოდა 2001 წლის სექტემბრიდან, ზოგიერთმა მოვლენამ, მკითხველის მიერ კრებულის წაკითხვის დღისთვის, დაკარგა აქტუალობა, შეიძინა სხვა მნიშვნელობა, თუმცა არ დაუკარგავს მიმზიდველობა ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

მიხეილ ხოშტარია . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . ქართული ჟურნალისტიკა დღეს

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო

ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე

იოსებ ჭუმბურიძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . .  ჟურნალისტიკა

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი,

თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის

დოცენტი, გაზეთ “თბილისის” მთავარი რედაქტორი

მიხეილ პეტროვი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . მართვის ტექნოლოგია მასობრივი

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,              ინფორმაციის საშუალებებში

პეტერტბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის

ფაკულტეტის დეკანის მოადგილე

ვლადიმერ პაპავა. . . . . . მაკროეკონომიკაეკონომიკის ძირითადი პარამეტრები  

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,                       

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის

ცენტრის მთავარი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში

მიხეილ ჯიბუტი. .. . . . . . . . . . . . . ეკონომოკის ძირითადი პარამეტრები

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს

ფასიანი ქაღალდების ეროვნული კოისიის თავმჯდომარე

ავთანდილ სილაგაძე. . . . . . . . . . . ეკონომოკის საფუძვლები.   პრივატიზების       

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,                   პრობლემები და პერსპექტივები

პროფესორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის                                       

სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი                           

ივანე ჩხაიძე. . . . “როგორ გავმდიდრდეთ?!” ალტერნატიული გზები ბიუჯეტის

საინვესტიციო კომპანიის “ვანო და კომპანია”          საშემოსავლო ნაწილის შესავსებად

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 

რობერტ სინგლეტერი (აშშ). . . . . . . . . . . .კაპიტალის ბაზარი საქართველოში

საქართველოს ფასიანი ქაღალდების

ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გაიოზ სანაძე. . . . . . . . . . . . . ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოსა და

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,             სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

საქართველოს საფონდო ბირჟის მარკეტინგ დირექტორი        

ვაჟა კაპანაძე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,

საქართველოს ვაჭრობის, მრეწველობისა

და ეკონომიკის მინისტრი

თევფიქ იაპრაკი (აშშ) . . . . . . . . მსოფლიო ბანკი საქართველოსა და სამხრეთ

დოქტორი, მსოფლიო ბანკის                                                  კავკასიის ქვეყნებში

წარმომადგენელი საქართველოში

ჯერალდ ანდერსენი (აშშ) . . . . USAID-ის ეკონომიკური რესტრუქტურიზების

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო                  პროგრამების მიმოხილვა

განვითარების სააგენტოს ეკონომიკური                    

რესტრუქტურიზაციის ოფისის დირექტორი

ჯეფრი მაინოტი (აშშ) . . . . . . . მიწისსაგადასახადოფისკალური და საბანკო

ამერიკის შეერთებული შტატების                                           სისტემების რეფორმა

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

მრჩეველი საკანონმდებლო პოლიტიკის საკითხებში

რომან გოცირიძე. . . . . . . . . . . მსოფლიო ეკონომიკა აშშ-ში განხორციელებული

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,                        ტერორისტული აქტის შემდეგ

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო                                 

ოფისის ხელმძღვანელი

ზურაბ ცქიტიშვილი. . ბუნებრივი მონოპოლიზაციის პრობლემები ენერგეტიკაში

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,                      

პროფესორი, აკადემიკოსი, საქართელოს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით მირცხულავა . . . . . . . . . . ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოსა

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,                                     და კავკასიაში

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი

გია ითონიშვილი. . . . გაზის მოპოვებისა და გადამუშავების პერსპექტივები

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,   საქართველოში და პარტნიორობა სამხრეთ

საქართველოს ნავთობისა და გაზის                                        კავკასიის ქვეყნებთან     

რესურსების რეგულირების სახელმწიფო

 

მიხეილ ხოშტარია

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის

გამგეობის თავმჯდომარე

 

ქართული ჟურნალისტიკა დღეს

დამეთანხმებით, ალბათ, ადამიანი თავისუფლად– თავის უფლად არის შობილი. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისთვის ასე ნანატრი თავისუფლება მძიმე ჯვარი აღმოჩნდა, ანარქიად იქნა აღქმული და შედეგმაც არ დააყოვნა– ბოლო 12-13 წელია საქართველოში განუკითხაობა და ქაოსი სუფევს.

მართალი გითხრათ, ახლა ქართულად არ მახსენდება რუსული «Воля»-ს შესატყვისი, ისე კი გეტყვით, რომ «Свобода» და «Воля» - ორი განსხვავებული ცნებაა.  «Свобода» ის შემთხვევაა, როდესაც, ადამიანს უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც გააჩნია სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიმართ და პირიქით. რაც შეეხება «Воля»-ს, «Вольный человек» არის მხოლოდ თავისთავს მინდობილი ადამიანი, რომელსაც არავითარი მოვალეობები არ გააჩნია სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ არც მის მიმართ აქვს ვინმეს რაიმე ვალდებულება. ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესი, ჩვენი ყოფა მაფიქრებინებს, რომ თავისუფლების ნაცვლად «Воля» მოვიპოვეთ და ამაში თავადვე ვართ დამნაშავე.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, გამონაკლისს არც ისინი წარმოადგენენ, ჟურნალისტებიც ამავე საზოგადოების წევრები არიან და ანალოგიური ღირებულებებით ხელმძღვანელობენ.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართული ჟურნალისტიკისთვის დაიწყო ახალი ერა, ერა სიტყვის თავისუფლებისა. შეიძლება მავანი შეგვეკამათოს, რომ“მოჩვენებითია ყველაფერი, არც საქართველოა თავიუსფალი და არც მისი მედიაო” და ჭეშმარიტების მარცვალი, ალბათ, ამაშიც არის, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი, როგორც ამბობენ, მხოლოდ გიჟია. თავისუფლება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. როდესაც საზოგადოების მავანი წევრი თავისუფლებებს იცავს, მას უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი უფლებების დაცვა არ ნიშნავს სხვისი უფლებების შელახვას.

სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველას ავიწყდება, მათ შორის ჩვენს კოლეგებსაც. ალბათ, უნდა გვცოდნოდა, რომ 200 წლიანი“დამოკიდებული” ყოფა, 200 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტი, 10 წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. ცხადია, უნდა წინასწარვე განგვესაზღვრა, მაგრამ. . .

მშობლის სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც თვალყურს ადევნებს, თუ როგორ თამაშობს მისი პირმშო სათამაშოებით, მაგრამ უბედურებაა, როდესაც იგივე სათამაშოებით ზრდასრული ადმიანი ერთობა. დროა, ჩვენც, ჟურნალისტებიც დავვაჟკაცდეთ და საბავშვო ასკიდან გამოვიდეთ.

ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლა რთული და მტკივნეული პროცესია. საქართველო, რომელიც ფეოდალიზმიდან, შეიძლება ითქვას, ისე გადავიდა სოციალიზმში(სხვა საკითხია, იყო თუ არა ის, რაც ჩვენ გავიარეთ, სოციალიზმი, მისი კლასიკური გაგებით), რომ კაპიტალიზმის პირობებში პრაქტიკულად არ გვიცხოვრია. მით უმეტეს გასაგებია,თუ რატომ ვერ გაითავისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რატომ მოხდა ასეთი ღრმა დიფერენციაცია საზოგადოებაში, რატომ აღმოჩნდა მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტის ხელში მთელი სიმდიდრე დ არატომ ცხოვრობს დანარჩენი სიღატაკის ზღვარზე (ზოგი ზემოთ, ზოგიც ქვემოთ).

აი, სწორედ აქ იყო საჭირო მასმედიის თანადგომა, საბაზრო ეკონომიკის პროცესის განმარტება, მისი გარდუვალობის, აუცილებლობის პროპაგანდა, მოსახლეობის ეიფორიიდან გამოყვანა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტთა კორპუსი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ აღმოჩნდნენ ამისთვის მზად. ვერც აღმოჩნდებოდნენ. ჟურნალისტების ძველი თაობა თავად ვერ ერკვეოდა და ვერც ეპუებოდა საბაზრო ეკონომიკას. ახალგაზრდებს კი ცოდნაც აკლდა და გამოცდილებაც (გამონაკლისზე არ ვლაპარაკობ).

გახსოვთ, ალბათ,  რა პერიოდი იყო– გაუთავებელი კინკლაობა ქართველებს შორის, რომელიც სისხლიანი გადატრიალებითა და სამოქალაქო ომით დასრულდა. თუმცა რა დასრულდა, ახლაც ხომ სამოქალაქო ომში ვართ ჩაფლულნი, მაგრამ ამჯერად “ცივ ომში”.  ჯგუფებდ, კლანებად, რეგიონებად დაყოფილი საქართველოს მოსახლეობა, სინამდვილეში შორს არის რეალობის აღქმისაგან, მას, ისევე, როგორც საერთოდ ადამიანს, “სისხლი სწყურია”. გაიხსენეთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულსა და დემოკრატულშიც კი, როგორი აღტაცებით უმზერენ ხარის წამებას კორიდაზე, ადამიანების დასისხლიანებულ სახეებს წესების გარეშე ბრძოლის დროს და ა.შ.

მახსოვს, როგორი სიამოვნებით ვუყურებდით 90-იანი წლების პირველ ნახავარში საქართველოს პარლამენტის სხდომებს. არა, ის კი არ გვაღელვებდა თუ რა კანონებს იღებდა პარლამენტი, რა მომავალს გვიმზადებდნენ, რა ქვეყანას ვაშენებდით, არამედ ის, თუ ვინ ვის შეურაცხყოფდა, შეასხამდა წყალს, შეაგინებდა, გაარტყამდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გადაშლი გაზეთს,  ჩართავ ტელევიზორს თუ რადიოს და. . . იღვრება ბოღმა, ბალღამი. რაც უფრო მეტია სისხლი და სიბინძურე, მეტი მკითხველი, მაყურებელი და მსმენელი ჰყავს საინფორმაციო ორგანოს. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მასმედიას მოსახლეობის ინფორმირებულობის, განათლების, ინტელექტის, სულიერების, ზნეობის დონის ამაღლებაზე ეზრუნა, თავად დავიდა “ყვითელი პრესის” დონეზე, მომხმარებლის ყველაზე მდაბალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე გააკეთა ორიენტაცია (იქნებ არც არის გასაკვირი, საბაზრო ეკონომიკა ხომ მოთხოვნა-მოწოდებაზეა აგებული).

მართალი გითხრათ, მედიკოსების მშურს, ერთი მშვენიერი პრინციპი აქვთ - “თუ არ შეგიძლია დაეხმარო, ნუ ავნებ” (მართალია მრავალმა მედიკოსმა დაივიწყა ეს პრინციპი, მაგრამ დავიწყება არ არსებობას ხომ არ ნიშნავს).

ჩვენც ამ პრინციპს ავიღებთ საფუძვლად. ჟურნალისტები, რომლებიც ტრენინგებს გადიან ევრაზიის ფონდის პროექტის (“ეკონომიკა და ჟურნალისტიკა”) ფარგლებში მოისმენენ ჩვენი ქვეყნისა და უცხოელი სპეიციალისტების ლექციებს, გაეცნობიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მასმედიის მუშაობას, პრაქტიკას გაივლიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მოამზადებენ ინტერნეტ-ბიულეტენს “სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა”, მონაწილეობას მიიღებენ ინტერნეტ-კონფერენციებში, ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად, რომლებიც ეკონომიკური საკითხების გაშუქებისას ისაუბრებენ ეკონომიკურ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე და არა იმაზე, თუ ერთი პარტიის წარმომადგენლებმა როგორ სცემეს მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენელი, რომელიღაც ეკონომიკური კანონის განხილვისას.

ცხადია, ცემა-ტყეპასაც აქვს თავის ადგილი ჟურნალისტიკაში, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების განხილვისას იგი ცენტრალურ თემად არ უნდა წარმოვაჩინოთ.

ჩვენი სურვილია, ჟურნალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ევრაზიის ფონდის პროექტში - “ეკონომიკა და ჟურნალისტიკა”, იყვნენ ობიექტურნი, მიუკერძოებელნი, ერკვეოდნენ საკითხებში, რომლებზეც წერენ, იცავდნენ ჟურნალიტური ეთიკის ნორმებს, ემსახურებოდნენ ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების, მისი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას.

ბოდიშს გიხდით, მარტივ ჭეშმარიტებებზე რომ გესაუბრებით, მაგრამ:

  • ნუ შეგეშინდებათ ავტორიტეტების, გააკრიტიკეთ ნებისმიერი– თუ მიგაჩნიათ, რომ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ნუ შეურაცხყოფთ, ცილს ნუ დასწამებთ რესპონდენტს.

საკამათო საკითხის განხილვისას ნუ აჰყვებით ემოციებს, “კეთილისმსურველთა” რჩევებს, ნუ მოექცევით ერთ-ერთი მხარის გავლენის ქვეშ - მოუსმინეთ ყველას, აუცილებლად ორივე დაპირისპირებულ მხარეს, ხოლო დასკვნა გამოიტანეთ პირადად, მხოლოდ კანონზე დაყრდნობით.

  • იყავით პასუხისმგებელი ყოველ თქვენს სიტყვაზე, ყოველ დასკვნაზე.

ებრძოლეთ უზუსტობას. თქვენი ნებისმიერი მასალა უნდა პასუხობდეს მკითხველთა კითხვებს და არ ტოვებდეს “თეთრ ლაქებს”.

  • თუ რესპონდენტთან საუბრისას რამე ვერ გაიგეთ, ნუ დაუქნევთ “ჭკვიანური გამომეტყველებით” თავს თანხმობის ნიშნად, იქვე გაარკვიეთ, რაც თქვენთვის გაუგებარი იყო. ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ დაგცინებენ გაუთვითცნობიერებლობის გამო. გაცილებით უარესია, როდესაც შეგატყობენ, რომ “უაზროდ” აკანტურებთ თავს. თუ ავადმყოფური თავმოყვარეობა გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით ერკვეოდეს აბსოლუტურად ყველა საკითხში. ბოდიშს გიხდით ასეთი სასტიკი გამოთქმების გამო, მაგრამ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ შეცდომებზე, რომლებიც სწორედ ახალბედა ჟურნალისტებს მოსდით.

გახსოვდეთ, ჟურნალისტი არ ემსახურება პიროვნებას – რაოდენ მაღალი თანამდებობაც არ უნდა ეკავოს მას. ბანალურად ჟღერს, მაგრამ თქვენ ქვეყნისა და ხალხის მსახური ბრძანდებით. ეცადეთ გააერთიანეთ ერი, ნუ დაუპირისპირებთ ხალხს ერთმანეთს. ებრძოლეთ თეზისის – “გათიშე და იბატონე” ყოველ გამოვლინებას.

ასეთი შეგონებები უსასრულოდ შეიძლება ისმინოთ, მაგრამ მხოლოდ თქვენ ინდივიდუალურ თვისებებზე, სულიერ სამყაროზე, ინტელექტზე, ნიჭზე,  ოჯახისშვილობაზეა დამოკიდებული, თუ რას მიიღებთ და რას უარყოფთ, რა გზას აირჩევთ.

ვინაიდან უმაღლესი განათლება ნაწილს მიღებული გაქვთ, ნაწილი კი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, ჩავთვალოთ, რომ გარკვეული საფუძველი გაგაჩნიათ. ექვსთვიანი სპეციალური კურსი ეკონომიკასა და ჟურნალისტიკაში კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენი განათლების საფუძვლებს, მითუმეტეს, რომ ლექტორებად ჭეშმარიტად უმაღლესი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გვეყოლება. მიუხედავად ამისა, დღეს მაინც მინდა გაგაცნოთ მსოფლიო ჟურნალისტურ პრაქტიკაში აპრობირებული ერთი მარტივი მეთოდი იმისა, თუ როგორ უნდა დაწეროთ ინფორმაცია. ეს ძალზე მარტივია. აი, ის ექვსი კითხვა, რაზეც უნდა გასცეთ პასუხი, გასაგები და საინტერესო რომ იყოთ მკითხველისთვის:

რა?      - რა მოხდა?

  ვინ?     - ვის გამო მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? მისი ასაკი, სქესი,  შესახედაობა, თანამდებობადა, საერთოდ ყველაფერი, 

                                   რასაც კავშირი აქვს მომხდართან

    სად?      - სად მოხდა ეს?

      როდის?   - შემთხვევის დრო და თარიღი

    როგორ?  - როგორ მოხდა ეს? მიეცით განმარტება მომხდარს

             რატომ?   -  რატომ მოხდა ეს?

თუ იმდენს შესძლებთ, რომ თავიდან აიცილებთ აბსტრაქტულ მსჯელობას და გამოიყენებთ კონკრეტულ დეტალებს, მაშინ კონკურენტუნარიან ჟურნალისტად ჩამოყალიბდებით.

აი, ხომ ხედავთ, რა მარტივია იყო ჟურნალისტი?!  

შენიშვნა – დანარჩენი ლექციების ნებისმიერ ენაზე თარგამანი შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ.

რედაქტორის სვეტი