ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი - I A I J

1999 წლის18 ნოემბერს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი დარეგისტრირდა ქ.თბილისის  (საქართველო) კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის N 06/9-75. 

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალაინსი (www.caucasus.ge), არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ძირითადად ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ და რუს ჟურნალისტებს. ორგანიზაციას 2012 წლის ნოემბრისთვის  ჰყავს 151 წევრი. მისი დამფუძნებლები, პარტნიორები და მასში შემავალი ორგანიზაციებია: სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია - IAS,  ინტერნეტის განვითარების ჯგუფი-საქართველო (www.idg-georgia.org.ge), აზერბაიჯანის ქალ-ჟურნალისტთა ასოციაცია, სომხეთის კვლევითი ცენტრი  TEAM,  მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სატელევიზიო-საინფორმაციო სააგენტო – MTVi Agency (www.mtvi.ge),  სარეკლამო სააგენტოები „ბენეფისი“ (www.benefisi.ge)  და  Nota Bene Ltd (www.notabene.ge)  

ალიანსის მიზანებია, ხელი შეუწყოს: 

–        ჟურნალისტების პროფესიული კვალიფიკაციისა და მოქალაქეების საზოგადოებრივი განათლების, მათი ინფორმირებულობის დონისა და ხარისხის ამაღლებას;

–        მიმდინარე  დემოკრატიული  და  ეკონომიკური  რეფორმების   პროცესების   დაჩქარებას, საქართველოში დემოკრატიის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას, ძლიერი სამოქალაქო  საზოგადოების   ჩამოყალიბებას;

–        სამხრეთ კავკასიაში ერთიანი საინფორმაციო  სივრცის შექმნას.

მიზნებიდან გამომდინარე, ალიანსი, ძირითადად,  საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს – ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო–საგანმანათლებლო მედიაპროდუქტს და ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს: ტრენინგებს, სემინარებს, სკოლა–სემინარებს, კონფერენციებს, პრეზენტაციებს, გამოფენებს.

მსოფლიო ბანკისა და OSC-ის (USAID–ის მხარდაჭერით) პროექტების ფარგლებში ალიანსს, 5 წლის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მომზადებული აქვს 500–ზე მეტი ანალიტიკური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო–შემეცნებითი და პროპაგანისტული ხასიათის სატელევიზიო გადაცემა და სიუჟეტი,  საქართველოში მიმდინარე რეფორმების,  ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, კორუფციასთან ბრძოლის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებისა და მუშაობის პრინციპების, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის, პრივატიზებისა და პოსტპრივატიზების პროცესების მიმდინარეობის, მოქალაქეების, მესაკუთრეების, აქციონერების უფლებების დაცვის საკითხებზე;

ევრაზიის ფონდის ფარგლებში ალიანსმა:

–        საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 30 ჟურნალისტსა და 9 ტრენერს, 14 თვის მანძილზე ჩაუტარა ტრენინგები (132 საათი), ხოლო ტრენინგების გავლის შემდეგ პროფესიული პრაქტიკა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მედიასაშუალებებში;

–        პირველად სამხრეთ კავკასიის სინამდვილეში განახორციელა 6 ონლაინ–ვიდეო კონფერენცია და პრესკონფერენცია:  თბილისი – ბაქო – ერევანი;

–        გამოსცა ტრენინგების პროცესში ჩატარებული ლექციების კრებული: "ეკონომიკა და ჟურნალისტიკა"   (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე)

–        შექმნა საკუთარი მედიასაშუალება, საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი – CAUCASUS (www.caucasus.ge), ყოველკვირეული ხუთენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური,  ინგლისური და რუსული) ელექტრონული გამოცემით: „სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა“, რომელშიც თავსდებოდა ტრენინგებში მონაწილე 39–ვე მსმენელის ყოველკვირეული ინფორმაცია ეკონომიკის ყველა სფეროში. პორტალის თანადამფუძნებელია ინტერნეტის განვითარების ჯგუფი-საქართველო (www.idg-georgia.org.ge).

2005 წლის თებერვალში, საკუთარი სოციოლოგიური კვლევების ცენტრის ბაზაზე, ალიანსმა  ჩამოაყალიბა სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია –  www.ias.org.ge.  

2006 წლის ოქტომბერში ალიანსი აფუძნებს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სატელევიზიო–საინფორმაციო სააგენტოს  (www.mtvi.ge) საკუთარი სატელევიზიო სტუდიით. 

ამავე პერიოდში,  ალიანსისა და მისი სააგენტოს  ოფიციალური პარტნიორები ხდებიან ცნობილი სარეკლამო სააგენტოები:  „ბენეფისი“ (www.benefisi.ge)  და „ნოტა ბენე“   (www.notabeve.ge)   

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მისი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო, სატელევიზიო სტუდია, ელექტრონული გამოცემების ცენტრი და სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, აგრძელებენ  ტრადიციულ საქმიანობას. ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო, სამეცნიერო–პრაქტიკულ ღონისძიებებს (კონფერენციები, სკოლები, პრეზენტაციები, ტრენინგები, გამოფენები და სხვა), მრავალი ქვეყნის მეცნიერების, სპეციალისტებისა და ბიზნესმენების, არასამეწარმეო და კომერციული ორგანიზაციების მონაწილეობით. შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით აწყობენ სერტიფიცირებულ ტრენინგებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ამზადებენ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის საგანმანათლებლო-შემეცნებით და ანალიტიკურ სატელევიზიო სიუჟეტებსა და გადაცემებს საკუთარი ინტერნეტ–ტელევიზიისთვის (IAIJ TV) . ატარებს სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებს, ქმნის პიარ და სარეკლამო სტრატეგიებს, ახდენს მათ რეალიზებას.

2012 წლის მიწურულს  დაიწყო   პორტალის  (www.caucasus.ge)   სრული  რეორგანიზაცია,  მე–5  რედაქციის   მომზადება. იზრდება მისი საგანმანათლებლო შესაძლებლობები, იქმნება  ონლაინ მედიასაგანმანათლებლო ცენტრი – OMEC,   ონლაინ    რეჟიმში    ტრენინგების,   კონფერენციების,    პრეზენტაციების,    კონსულტაციების, ტესტირებების   ჩასატარებლად;   იხვეწება   ინტერნეტ–ტელევიზია – IAIJ TV   საკუთარი  სატელევიზიო სტუდიით, საგანმანათლებლო და სარეკლამო პროდუქტით;  მზადდება  ელექტრონული გამოცემა – „საზოგადოება“.

რედაქტორის სვეტი