ias

ვის ისურვებდით ქალაქ თბილისის მერად?

დავით ნარმანია - 30%
ნიკა მელია - 14%
კახა კუკავა - 17%
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 21%
გიორგი გაჩეჩილაძე - 2%
ასმათ ტყაბლაძე - 3%
არცერთს - 10%
სხვა - 3%

Total votes: 100
The voting for this poll has ended on: 17 Jun 2014 - 17:13

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის პრეისტორია

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსის ისტორია მის დაფუძნებამდე გაცილებით ადრე იწყება. მე–20 საუკუნის 70–იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების ახალგაზრდა მეცნიერებმა ჩამოყალიბეს  ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია. მართალია, ასოციაცია არ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია დღევანდელი გაგებით, მაგრამ იმ დროისთვის, ეს იყო, შესაძლოა შეუცნობადი, მაგრამ მაინც თამამი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებისკენ. ოციოდე წლის შემდეგ, სწორედ ამ ასოციაციის ერთერთი თანადამფუძნებლის, მისი საბჭოს წევრის, მიხეილ ხოშტარიას და მისი კოლეგების ინიციატივით დაფუძნდა  დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი.

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის დაარსებიდან მცირე დროში, მიხეილ ხოშტარია კოლეგებთან ერთად აარსებს და სათავეში უდგება ჯერ საქალაქო (თბილისის) ყოველთვიურ სემინარს, ერთი წლის შემდეგ კი, ჯერ ყოველწლიურ საკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო სკოლა–სემინარს „ინტერაქტიული სისტემები – ივერსი“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იმ დროისთვის სრულიად ახალი, პერსონალური კომპიუტერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების შემდგომ განვითარებაში, მასობრივად დანერგვასა და  მოხმარებაში.

თერთმეტი წლის განმავლობაში,  სკოლა–სემინარის ფარგლებში, 500–მდე ყველაზე ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი შორეული აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვების ქვეყნებამდე, ყოველწლიურად, 10–12 დღის განმავლობაში, ერთგვარ ანგარიშს აბარებდა, ინფორმაციას ცვლიდა და გამოცდილებას უზიარებდა ერთმანეთს. „ივერსის“ წარმატების საფუძველი მარტო სამეცნიერო კვლევებსა და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაციების გაძლიერებაში არ მდგომარეობდა. სკოლა–სემინარის უდაო დამსახურებაა ის, რომ მან შესძლო ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობა და ამ სფეროში საზოგადოებრივი განათლების აქტიურად  წარმოება. ამ მიზნით, „ივერსის“ დამფუძნებლების მიერ,  საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე იქმნებოდა საინტერესო საგანმანათლებლო–შემეცნებითი მედიაპროდუქტი: საგაზეთო სტატიები, რადიო და სატელევიზიო გადაცემები.

მიღებული გამოცდილება დაეხმარა „ივერსის“ ორგანიზატორებს გაეფართოებინათ ღონისძიებების სახეობები და თემატიკა. გასული საუკუნის 80–90–იან წლებში, მათ ორგანიზება გაუწიეს და ჩაატარეს რამდენიმე ათეული საერთაშორისო სამეცნიერო, სამეცნიერო–ტექნიკური და ბიზნეს ღონისძიება: სკოლა, სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია,  გამოფენა. მათ შორის:  საერთაშორისო სემინარი, აშშ–ს მიერ ორგანიზებული გრანდიოზული გამოფენის:  „ინფორმატიკა აშშ–ს ცხოვრებაში“ ფარგლებში;  საერთაშორისო გამოფენა „SAPR“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 33 ქვეყნის ასზე მეტმა წამყვანმა კომპანიამ. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიების: „IBM”, “XEROX”, MILIPORE”, “SARTORIUS”, ITOCHU” და სხვების პრეზენტციები. ყველა ღონისძიება, გარდა პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილებისა, ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, მის განათლებას  

პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნამ, გეგმიურიდან საბაზრო  ეკონომიკაზე გადასვლამ მოითხოვა ახალი აზროვნება, ახალი ცოდნა, რომლისთვისაც ასეულობით მილიონი ადამიანი მზად არ აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებმა, მათი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, არათუ მაშინ, არამედ კომუნისტური სისტემის რღვევიდან 20 წლის შემდეგაც კი  ვერ გააცნობიერა, თუ რა არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;  რა უპირატესობა აქვს  საბაზრო ეკონომიკას, ათწლეულობით შეჩვეულ სოციალისტურ ეკონომიკასთან, კერძო საკუთრებას – საერთო, სახალხო საკუთრებასთან; ვერ გაითავისა ის ძირითადი ღირებულებები, რომლითაც ხელმძღვანელობს ცივილური სამყარო.

დემოკრატიული ღირებულებების გათავისების, სამოქალაქო საზოგადოების შექმნის, საზოგადოებრივი განათლების პერმანენტულად წარმოების აუცილებლობამ, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მიიყვანა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეამდე.

1996 წლის  31 ოქტომბერს დააფუძნა  დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, როგორც საზოგადოებრივი, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. 

რედაქტორის სვეტი