დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი - I A I J

 დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი 1996 წლის 31 ოქტომბერს დაარსდა, ხოლო 1999 წლის 18 ნოემბერს  იგი დარეგისტრირდა ქ.თბილისის  (საქართველო) კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის N 06/9-75. 

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალაინსი (www.caucasus.ge), არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ძირითადად ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს. 

ალიანსის მიზანებია, ხელი შეუწყოს: 

–        ჟურნალისტების პროფესიული კვალიფიკაციისა და მოქალაქეების საზოგადოებრივი განათლების, მათი ინფორმირებულობის დონისა და ხარისხის ამაღლებას;

–        მიმდინარე  დემოკრატიული  და  ეკონომიკური  რეფორმების   პროცესების   დაჩქარებას, საქართველოში დემოკრატიის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას, ძლიერი სამოქალაქო  საზოგადოების   ჩამოყალიბებას;

–        სამხრეთ კავკასიაში ერთიანი საინფორმაციო  სივრცის შექმნას.

მიზნებიდან გამომდინარე, ალიანსი, ძირითადად,  საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს – ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო–საგანმანათლებლო მედიაპროდუქტს და ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს: ტრენინგებს, სემინარებს, სკოლა–სემინარებს, კონფერენციებს, პრეზენტაციებს, გამოფენებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურებს საქართველოში.

მსოფლიო ბანკისა და OSC-ის (USAID–ის მხარდაჭერით) პროექტების ფარგლებში ალიანსს, 5 წლის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მომზადებული აქვს 500–ზე მეტი ანალიტიკური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო–შემეცნებითი და პროპაგანისტული ხასიათის სატელევიზიო გადაცემა და სიუჟეტი,  საქართველოში მიმდინარე რეფორმების,  ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, კორუფციასთან ბრძოლის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებისა და მუშაობის პრინციპების, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის, პრივატიზებისა და პოსტპრივატიზების პროცესების მიმდინარეობის, მოქალაქეების, მესაკუთრეების, აქციონერების უფლებების დაცვის საკითხებზე;

ევრაზიის ფონდის ფარგლებში ალიანსმა:

–    საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 30 ჟურნალისტსა და 9 ტრენერს, 14 თვის მანძილზე ჩაუტარა ტრენინგები (132 საათი), ხოლო ტრენინგების გავლის შემდეგ პროფესიული პრაქტიკა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მედიასაშუალებებში;

–    პირველად სამხრეთ კავკასიის სინამდვილეში განახორციელა 6 ონლაინ–ვიდეო კონფერენცია და პრესკონფერენცია:  თბილისი – ბაქო – ერევანი;

–  გამოსცა ტრენინგების პროცესში ჩატარებული ლექციების კრებული: "ეკონომიკა და   ჟურნალისტიკა"   (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე)

–    შექმნა საკუთარი მედიასაშუალება, საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი – CAUCASUS (www.caucasus.ge),

  • ყოველკვირეული ხუთენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური,  ინგლისური და რუსული) ელექტრონული გამოცემით: „სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა“, რომელშიც თავსდებოდა ტრენინგებში მონაწილე 39–ვე მსმენელის ყოველკვირეული ინფორმაცია ეკონომიკის ყველა სფეროში (პორტალის თანადამფუძნებელია ინტერნეტის განვითარების ჯგუფი-საქართველო ).

2005 წლის თებერვალში, საკუთარი სოციოლოგიური კვლევების ცენტრის ბაზაზე, ალიანსმა  ჩამოაყალიბა სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია –  www.ias.org.ge. 

2006 წლის ოქტომბერში ალიანსი აფუძნებს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სატელევიზიო–საინფორმაციო სააგენტოს  (www.mtvi.ge) საკუთარი სატელევიზიო სტუდიით.  

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მისი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო, სატელევიზიო სტუდია, ელექტრონული გამოცემების ცენტრი და სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, აგრძელებენ  ტრადიციულ საქმიანობას. ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო, სამეცნიერო–პრაქტიკულ ღონისძიებებს (კონფერენციები, სკოლები, პრეზენტაციები, ტრენინგები, გამოფენები და სხვა), მრავალი ქვეყნის მეცნიერების, სპეციალისტებისა და ბიზნესმენების, არასამეწარმეო და კომერციული ორგანიზაციების მონაწილეობით. შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით აწყობენ სერტიფიცირებულ ტრენინგებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ამზადებენ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის საგანმანათლებლო-შემეცნებით და ანალიტიკურ სატელევიზიო სიუჟეტებსა და გადაცემებს, ატარებენ სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებს, ქმნის პიარ და სარეკლამო სტრატეგიებს, ახდენს მათ რეალიზებას.

ეს სასარგებლოა

რედაქტორი სვეტი

Scroll to top