-
Published: 20 November 2012
-
Hits: 20075
მონანიება
არის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მსოფლიო საგანძურს მიეკუთვნება. არის ფილმები, რომლებსაც კინემატოგრაფიის შედევრებად აღიარებენ. მსოფლიოსი ნამდვილად არ ვიცი, ჩემთვის კი, თითქმის 30 წლის წინ შექმნილი, თენგიზ აბულაძის ფილმი – „მონანიება“ უკვდავი ფილმია. სანამ ადამიანი იარსებებს, თავისი სისუსტეებით, ზნეობრივი პრობლემებით, იგი ყოველთვის საჭირო იქნება. საჭირო იქნება, რომ საკუთარი თავი შელამაზების გარეშე დაგვანახოს, ჩაგვაფიქროს, შეგვაძრწუნოს, ადამიანური სისუსტეები დაგვაძლევინოს და გვიხსნას ბოროტისგან. იქნებ მონანიების გრძნობა აღგვიძრას, ზოგს პირველსავე, ზოგს მეათე და ზოგსაც მეასე ნახვაზე.
20 ნოემბერი. 00.30 საათი. რუსთავი 2–ზე ეს–ეს არის დასრულდა ფილმის ჩვენება. „მონანიება“. იქნებ ეს თავად რუსთავი 2–ის მონანიებაა?! ვინ იცის. ტყულუბრალოდ ამ ქვეყნად, არაფერი ხდება. რადგან აჩვენებენ, ესეიგი ვიღაც სჭირდება. თუმცა, ვისაც ყველაზე უფრო სჭირდება, არაფერი ეტყობა მონანიების. არადა, ვინ იცის. . . , ქართველები მიმტევებლები ვართ, იქნებ მიგვეტევებინა კიდეც . . . , მაგრამ მას, ვისაც მონანიების სურვილი უნდა გასჩენოდა და მიტევება ეთხოვა, ვერც მეათე და ვერც მეასე ნახვის შემდეგ უჩნდება ეს გრძნობა. ჯერ ისევ მუშტმოღერებულები, ჩასაფრებულები, ილუზიებს იქმნიან, რომ დაბრუნდება განუსაზღვრელი უფლებების, უსაზღვრო და უსამართლო ძალაუფლების, დაუსჯელი ძალადობის დრო და . . . , რევანშის ჭაობში ჩაფლულები, რაც უფრო მეტს ფართხალებენ, სულ უფრო ღრმად ეფლობიან. საბრალონი, ვერ ხვდებიან, რომ მონანიება არის ის ტოტი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდონ და ჭაობიდან . . ., ვინ იცის. . . , ვინ იცის . . .
ეს სასარგებლოა
რედაქტორი სვეტი
- 2003 წლის 3 ნოემბერი - არჩევანი გაკეთდა, ახლა გამოჩნდება თუ როგორი ხელისუფლების ღირსი ვართ
- ბიძინა ივანიშვილი: “დადის და სიცრუეს ავრცელებს!?”
- დამადლებული გამიჯვნა დიქტატურისგან
- მონანიება
- პოლიტიკური იმპოტენცია ანუ ჭარბი ემოციის ზეობა ინტელექტის დეფიციტის პირობებში
- პრობლემები – რეალური თუ ინსპირირებული?
- რას ველოდით, რა მივიღეთ, რა ვერ გავითვალისწინეთ
- საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე
- საზოგადოებრივი განათლებიდან – სამოქალაქო საზოგადოებამდე
- ყველა ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს!
- წარმატებებს გისურვებთ თანამემამულეებო, ყველას, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა იყოთ!